ირაკლი კობახიძე: მინდა, ირაკლი ქარსელაძეს მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის და ბევრი წარმატებული პროექტისთვის

„ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ქარსელაძეს გაწეული საქმიანობისთვის და ბევრი წარმატებული პროექტისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, საზოგადოებას გავუზიარო ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით. ბატონმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობის დატოვების თაობაზე და შესაბამისი თხოვნით მომმართა გუშინ, რაზეც ჩვენ გვქონდა საუბარი. მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც წლების განმავლობაში, ძალიან დიდი წარმატებით ხელმძღვანელობდა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. მთელი ამ წლების განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი უმნიშვნელოვანესი პროექტი, საავტომობილო გზების, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების, მუნიციპალური განვითარების და მრავალი სხვა მიმართულებით. მინდა, ბატონ ირაკლის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის და ძალიან ბევრი წარმატებული პროექტისთვის, რომელიც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745505952

ახალი ამბები

შსს: მიღებული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებების შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონ...

შსს

1745505005

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, რომელსაც ეწერება - „უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები, ლუზერები“ და ოკეანეში გადააგდოს - ეს არის თქვენი ბოლო

„ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, რომელსაც ეწერება: „უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები, ლუზერები“ და ოკეანეში გადააგდოს - ეს არის თქვენი ბოლო“, - ამის შესახებ საპარლამენტ...

ირაკლი ზარქუა

1745503204

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი: ზელენსკის მშვიდობა არ სურს

დონალდ ტრამპმა უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობა არ სურს. აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟიშვილმა გააზიარა ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის დარგში თ...

დონალდ ტრამპი უმცროს

1745502276

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7492 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7496 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი

1745500039

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა

ინფრასტრუქტურის მინისტრად რევაზ სოხაძე დაინიშნა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. „მინდა საზოგადოებას გავუზიარო ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებასთან დაკავშირებით. ირ...

რევაზ სოხაძე