გენადი არველაძე: ამერიკის შეერთებულ შტატებში განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ის მიმართულებები, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის ინტერესს წარმოადგენს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს აგრძელებს.
მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ინფორმაციით, კომერციის, სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტების, ასევე კერძო სექტორთან გამართული შეხვედრებისას საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავარი ასპექტები იქნა განხილული.
„აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ეს პირველი მნიშვნელოვანი პოლიტიკური შეხვედრებია, სადაც ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ის მიმართულებები, რომლებიც ორივე ქვეყნისთვის ინტერესს წარმოადგენს და ასევე ურთიერთსასარგებლო იქნება მომავალი წლების განმავლობაში. ვისაუბრეთ, როგორ უნდა მოხდეს არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება ახალი ადმინისტრაციის პირობებში ისე, რომ ორივე მხარისთვის მოგებიანი იყოს. ამასთან, ვისაუბრეთ ისეთ სფეროებში თანამშრომლობაზე რომლებიც ხელს შეუწყობს ამერიკული კომპანიების ბიზნესინტერესებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში. ამ მხრივ, საქართველო ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სავაჭრო ჰაბი რეგიონის და ცენტრალური აზიის ბაზრებზე წვდომის თვალსაზრისით“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო უკვე წარმოადგენს ჰაბს აშშ-ის გარკვეული პროდუქციისთვის როგორც ლოგისტიკის, ასევე ვაჭრობის მხრივ, რომელმაც 2 მლრდ. დოლარს გადააჭარბა.
მისი თქმით, გარკვეული ამერიკული პროდუქტებისთვის, საექსპორტო ბაზრების თვალსაზრისით საქართველო ტოპ-ათეულში შედის და მნიშვნელოვანი პარტნიორია. როგორც მან აღნიშნა, ამ მხრივ საქართველოსთვის საინტერესოა ჰაბის მნიშვნელობის კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების განვითარება.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, შეხვედრებზე ასევე განხილულ იქნა ისეთი სფეროები, რომელშიც თანამშრომლობის განვითარება ორივე მხარის ინტერესს წარმოადგენს და ურთიერთმოგებიანი იქნება - ეს სფეროებია ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ტექნოლოგიები.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რეგიონში ინვესტიციის ჩადებით და საქართველოს განიხილავენ საუკეთესო ადგილად მათი ინვესტიციების განსახორციელებლად.
1794722843
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15 ნოემბერს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +24 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზიანი ამ...
1794689833
მსოფლიობენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...
1794687013
მსოფლიოსაპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა
საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....
1794684214
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...
1794683217
სპორტისაქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა
ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...































