ირაკლი ქადაგიშვილი: ეს არის დაცვა ადამიანისა ცილისწამებისაგან და არავითარ შემთხვევაში არ არის თავისუფალი აზრისა და სიტყვის შეზღუდვა

ეს არის დაცვა ადამიანისა ცილისწამებისგან და არავითარ შემთხვევაში არ არის თავისუფალი აზრისა და სიტყვის შეზღუდვა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების კომენტირებისას.

„ქართული საზოგადოება სწორედ ითხოვს, რომ ვიცხოვროთ იმ კანონებითა და სტანდარტებით, რა კანონი და სტანდარტიც მოქმედებს ევროპის ქვეყნებსა და დემოკრატიულ სახელმწიფოებში. ამიტომ, ეს კანონიც ცილისწამებასთან დაკავშირებით სრულად შესატყვისია ევროპულ სტანდარტთან. აქამდე იყო ასე - მე შენ დაგაბრალებ და მერე შენ თავი იმართლე. დღეს უკვე ეს მოცემულობა ასე არ იქნება, ანუ ადამიანი საქართველოში იქნება დაცული. თუ ვინმე ვინმეს ცილს სწამებს, მაშინ ის ვალდებულიც ხდება, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი მტკიცებულებაც წარადგინოს. ასე, რომ ეს არის დაცვა ადამიანისა ცილისწამებისგან და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის თავისუფალი აზრისა და სიტყვის შეზღუდვა“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილება და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილებები მიიღო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751127111

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა კონკრეტული ციფრი, ყველა კონკრეტული მოცემულობა გვაჩვენებს, რომ საქართველო ეს არის პროგრესის ქვეყანა

ყველა კონკრეტული ციფრი, ყველა კონკრეტული მოცემულობა გვაჩვენებს, რომ საქართველო ეს არის პროგრესის ქვეყანა, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლ...

ირაკლი ქადაგიშვილ

1751125364

ახალი ამბები

ზაზა ლომინაძე ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე: გონივრული ვადა იქნება იმისთვის, რომ სახელმწიფომ მოახდინოს ხელშეკრულებების გაფორმება კომპანიებთან, რათა მომავალი წლიდან შეძლოს შემოიტანოს ეს მედიკამენტები ისე, რომ არ შეიქმნას დეფიციტი

ამ მედიკამენტების შემოტანაც სრულად მოექცევა სახელმწიფო კონტროლ ქვეშ და სახელმწიფო თვითონ უზრუნველყოფს მათ იმპორტს საქართველოში, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ ს...

ზაზა ლომინაძე

1751123726

ახალი ამბები

მარინე ლობჟანიძე: რატომღაც ისეთი სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, რომ თუ შენ განსხვავებულად ფიქრობ, შენ უპირობოდ ხარ მოღალატე და მონა

თავისუფლებაში არ უნდა მოიაზრო ის, რომ შენი თავისუფალი სიტყვითა და დამოკიდებულებით მორალურად, ფსიქიკურად და ფიზიკურად განადგურდეს შენი მოწინააღმდეგე რესპონდენტი, რომელიც შენ ამა თუ იმ შეხედულებაში არ გ...

მარინე ლობჟანიძე

1751120255

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მიერ კანონით დადგენილი მორალური და ადამიანური ანომალია, რომელიც ცილისწამების მსხვერპლს თავის მართლებას აიძულებდა, დასრულებულია

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანონით დადგენილი მორალური და ადამიანური ანომალია, რომელიც ცილისწამების მსხვერპლს თავის მართლებას აიძულებდა, დასრულებულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპ...

შალვა პაპუაშვილი

1751118820

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ცალსახაა, ალეკო ელისაშვილმა აღიარა რეალურად, რომ არანაირი ადგილი არ ჰქონია არჩევნების გაყალბებას

ცალსახაა, ალეკო ელისაშვილმა აღიარა რეალურად, რომ არანაირი ადგილი არ ჰქონია არჩევნების გაყალბებას, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედური საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათი...

დავით მათიკაშვილი