ჯანდაცვის სამინისტრო: პაციენტებს მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

დღეიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, სახსრის ნაწილობრივი ან სრული ჩანაცვლებისთვის, პაციენტებს სახელმწიფო პროგრამით სარგებლობაზე, ერთჯერადად, უარის თქმა აღარ მოუწევთ. პაციენტი მხოლოდ სასურველი იმპლანტირებადი მოწყობილობის თანხას გადაიხდის, ოპერაციის სხვა ხარჯებს კი, პაკეტის შესაბამისად, კვლავ სახელმწიფო აუნაზღაურებს.
„ცვლილება სამინისტროსა და სექტორის ერთობლივი, აქტიური მუშაობის შედეგად ამოქმედდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სიახლე პაციენტების ინტერესებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით ამოქმედდა.
შეხვედრაზე განიმარტა, რომ პაციენტებს თავისუფალი არჩევანის საშუალება რჩებათ. თუ ბენეფიციარს თანაგადახდით სარგებლობა არ სურს, ოპერაციის ხარჯებთან ერთად, პროგრამით გათვალისწინებული იმპლანტირებადი მოწყობილობის ხარჯსაც სახელმწიფო დაფარავს. აღსანიშნავია, რომ მოქმედი რეგულაციის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების - FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალებს იყენებს.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები - ირაკლი სასანია და ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე. ასევე - ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში თანაგადახდის სისტემა ცოტა ხნის წინ ამოქმედდა - პირველ ეტაპზე, სიახლე არჩეული, ე.წ. VIP პალატით სარგებლობას შეეხო. პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და ეტაპობრივად, სხვა სერვისებზეც გავრცელდება“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1743408340
ახალი ამბებიშსს-მ რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას შსს-ს მანქანის დაზიანების ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, რუსეთის ფედერა...
1743407928
საზოგადოებაBritish Airways-ის წარმომადგენელი: საქართველო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია
„მოხარულები ვართ, რომ ლონდონიდან თბილისის მიმართულებით პირველი ფრენა შევასრულეთ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია. ცოტა ხნის წინ მგზავრებით სავსე პირველი ხომალდი დაეშვა. ეს საშუალებას აძლ...
1743406839
საზოგადოებაპოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს, დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოსა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დ...
1743406699
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, ეს ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში
გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, ბრიტანული ავიაკომპანიები, „ბრითიშ ეარვეისი“ და „იზი ჯეტი“ შემოდიან საქართველოში, უკვე იწყება ფრენები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის...
1743406663
საზოგადოებაპრემიერი: გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში - 7.7%, ეკონომიკურ გაძლიერებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვისაც
იანვარში გვქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მ...