კვარაცხელიას გოლი, დავითაშვილის საგოლე პასი - პსჟ-მ „სენტ-ეტიენი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა

ფრანგულ კარიერაში ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად ითამაშეს და თავიც გამოიჩინეს: გოლი და საგოლე პასი ქართველების აქტივში.

ლიგა 1-ის 27-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „სენტ-ეტიენი“ 6:1 გაანადგურა. არადა, „მწვანეებისთვის“ ყველაფერი კარგად დაიწყო. მე-9 წუთზე ზურიკოს შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ ლუკას სტასენმა თავით გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. „სენტ-ეტიენი“ უძლეველ მეტოქეს 43-ე წუთამდე ამარცხებდა, სანამ პენალტით გონსალო რამოშმა არ გაათანაბრა. ეს იყო მე-15 პენალტი მიმდინარე სეზონში, რომელიც „სენტ-ეტიენის“ კარში დაიმატა, რაც ტოპლიგების ანტირეკორდია.

მეორე ტაიმში უკვე პსჟ-მ მეტოქეს მარტივად აჯობა. 50-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქეს ბურთი წაართვა, შეტევაში გადავიდა, რომელიც ზუსტი დარტყმით თავადვე დაასრულა და პსჟ-ში მესამე, ხოლო კონკრეტულად ლიგა 1-ში მეორე გოლი გაიტანა.

სამ წუთში დეზირ დუემ გაიტანა, შემდეგ ჟოაო ნევეშმა, ხოლო 66-ე წუთზე დუემ დუბლი შეასრულა და პარიზელებმა მეორე ტაიმის სტარტიდან 20 წუთში ანგარიში 5:1 გახადეს. ბოლო წუთზე 17 წლის იბრაჰიმ ბაიემ მეექვსეც შეაგდო და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.

დავითაშვილი 63-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კვარაცხელია 64-ე წუთზე. იმ დროისთვის მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.

ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ექვსჯერ საგოლე პასი მიითვალა.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 3 გოლით, 3 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ში კი, მის აქტივში 9 მატჩი, 2 გოლი და 2 ასისტია.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში ისევ დაუმარცხებელია და 71 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „მარსელს“ 22 ქულით უსწრებს და ჩემპიონობასთან ნაბიჯშია. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში 5 აპრილს, „ანჟერს“ უმასპინძლებს.

„სენტ-ეტიენი“ 20 ქულით ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა და მომდევნო ტურის მატჩს 6 აპრილს, სტუმრად „ლანსთან“ გამართავს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751394635

ახალი ამბები

არსენიო დომინგესი: საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია საქართველოს უყურებს როგორც მაგალითს, რომლისგანაც ვსწავლობთ მეზღვაურის პროფესიის სტანდარტებს

„საქართველოს კარგად იცნობენ მთელ მსოფლიოში, რადგან 20 000-მდე მეზღვაურია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განფენილი საქართველოდან. ეს არის ქვეყანა, რომელიც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს ახალი თაობის შემოსვლ...

არსენიო დომინგესი

1751393232

სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრებმა იტალიის ქალაქ კაორლეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე დღეს 3 მედალი მოიპოვეს. ლუკა კოჩალიძე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში (87კგ) ევროპის ჩემპიონი გახდა. ოქ...

ქართველმა მოჭიდავეებ

1751393159

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ქართველი მეზღვაურების ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავალი და საზღვაო საქმის შემდგომი განვითარების საფუძველია

ქართველი მეზღვაურები წლებია, გამოირჩევიან თავდადებითა და პროფესიონალიზმით, სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მათ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შევხვდებით. ბათუმსა და ფოთში ჩვენ გვაქვს ორი უმაღლესი საზღვაო...

მარიამ ქვრივიშვილი

1751391906

საზოგადოება

სულხან თამაზაშვილი: აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში

ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა. „მეზღვაურობა საპატიო და საამ...

სულხან თამაზაშვილი

1751391869

მსოფლიო

პუტინმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, მათ შორის ირანის საკითხი და უკრაინაში მიმ...

პუტინი და მაკრონი