ჯონდი ბაღათურია: 2009 წელს სასამართლომდე მივიდა 18 354 საქმე, როგორ ფიქრობთ, 18 354 საქმიდან, რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა? - 18 საქმე, „ტროიკების“ დროს, 10 პროცენტამდე იყო გამამართლებელი განაჩენი, აქ 0.001 პროცენტია

90-იან წლებში, ყაჩაღები წაიყვანდნენ ოჯახის წვერს და მერე გამოსასყიდს ითხოვდნენ. ჩვეულებრივად, [ნაცმოძრაობის დროსაც] დააკავებდნენ, წაიყვანდნენ, უბრალოდ არ სჭირდებოდათ სარდაფში დამალვა და მერე გამოსასყიდს ითხოვდნენ, - ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და სისტემური დანაშაულები განიხილება.
ჯონდი ბაღათურიას თქმით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის 2009 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასამართლომდე მივიდა 18 354 საქმე, რომელთაგან, გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ 18 საქმეზე დადგა, ხოლო, იმავე წელს, საპროცესო შეთანხმება 14 000 პირთან დაიდო.
„იურიდიულ კომიტეტში იქნება უზენაესი სასამართლოს 2009 წლის ანგარიში, კუბლაშვილის ხელმოწერილი. ალბათ, ეგონათ რომ არ წავიკითხავდი, მე ვკითხულობდი და 2009 წელს ბევრი საქმე აღარ მიდიოდა სასამართლომდე, მანამდე იხდიდნენ "ჭკვიანი ბიჭები" - ჭკვიან ბიჭებად ითვლებოდნენ ადამიანები, ვინც სასწრაფოდ იხდიდა. სასამართლომდე მივიდა 18 354 საქმე.
როგორ ფიქრობთ, 18 354 საქმიდან, რამდენი გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა? - 18. "ტროიკების" დროს, 10 პროცენტამდე იყო გამამართლებელი განაჩენი, აქ 0,001 პროცენტია, კუბლაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტია, მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის.
იმავე წელს, 14 000 პირთან დაიდო საპროცესო შეთანხმება, ანუ 14 000 ოჯახი გაატყავეს. როგორ ხდებოდა საპროცესო შეთანხმებების დადება? ადამიანს, რომელსაც ფული არ ჰქონდა, მათივე ბანკები ან მათივე სამევახშეო ორგანიზაციები, მიდიოდნენ, ბინას ადებდნენ ყადაღას ჩაადებინებდნენ ბინას და [ადამიანი] ყიდულობდა თავისუფლებას“ - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
1744828351
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა
„მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არ...
1744827515
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია დოიაშვილზე: როდესაც ხარ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური აქტივისტი და პარტიული მიზნების მიღწევაში ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები, ამას საერთო არაფერი აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლებასთან
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, კულტურის სამინისტროს მიერ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გა...
1744824969
მსოფლიობაიდენი სიტყვით გამოვიდა და ტრამპს „ეს ბიჭი“ უწოდა - „რესპუბლიკელები ჯერ ისვრიან და შემდეგ უმიზნებენ“
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენითანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად საჯაროდ გამოჩნდა და ამერიკელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი მიგრანტების მიმართ მისი პოლიტიკის გამო გ...
1744820545
ახალი ამბებისაქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირები ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ
აფხაზეთიდან დროებითი დევნილი პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ....
1744817634
ახალი ამბებიკულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ კულტურის სა...