ჯონდი ბაღათურია: არსებობს ასეთი მოძრაობა „ჰიზმეტი“, პრეზიდენტი ერდოღანი ამ მოძრაობას ბრალს დებს ტერორიზმში - გიული ალასანია და „ჰიზმეტი“ერთობლივად მოქმედებენ აქ განათლების სისტემაში

გიული ალასანია და „ჰიზმეტი“ ერთობლივად მოქმედებენ აქ განათლების სისტემაში. „ჰიზმეტი“ არის ქსელური ორგანიზაცია. თურქეთში, დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებული არის 49 ათასი კაცი, - განაცხადა პოლიტიკოსმა, ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, სადაც 2003-2012 წლებში პოლიტიკური თანამდებობის პირების კორუფციული გარიგებები და პირთა საკუთრების უფლებების შელახვასთან დაკავშირებული ფაქტები განიხილება.
როგორც ბაღათურია აღნიშნავს, „ჰიზმეტი“ აკეთებდა იმას, რასაც გიული ალასანია. „იწყებს საბავშვო ბაღიდან, სკოლა, მერე უმაღლესი სასწავლებელი, მოსამზადებელი კურსები და მერე ლობირებენ მათ დანიშვნებს სასამართლო სისტემაში, სხვადასხვა სახელმწიფოში“.
„შავი ზღვის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის ასევე გიული ალასანია. ამ დროს იყო თავისი უნივერსიტეტის რექტორიც, მაგრამ იქაც დანიშნული იქნა პრორექტორად. როგორც შემოსავლის დამატებითი წყარო იყო. არსებობს ასეთი მოძრაობა „ჰიზმეტი“, ფეთჰულაჰ გიულენის „ჰიზმეტი“. პრეზიდენტი ერდოღანი ამ მოძრაობას ბრალს დებს ტერორიზმში, რომლის მიხედვითაც იგეგმებოდა პრეზიდენტის მკვლელობა და სახელმწიფო გადატრიალება (2016 წლის ცნობილი გადატრიალება).
შავი ზღვის უნივერსიტეტი და მე რომ ვთქვი უცხოური ფული, ეს არის ამის მეწილე. გიული ალასანია და „ჰიზმეტი“ ერთობლივად მოქმედებენ აქ განათლების სისტემაში. „ჰიზმეტი“ არის ქსელური ორგანიზაცია. თურქეთში დღეს ამ საქმესთან დაკავშირებით ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულია 49 ათასი კაცი. ძირითადად არიან მოსამართლეები, განათლების უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, სპეცსამსახურები და სამხედროები, თურქეთის სახელმწიფოს ბრალდებით როგორც არის. რას აკეთებს „ჰიზმეტი“? - რასაც გიული ალასანია. იწყებს საბავშვო ბაღიდან, სკოლა, მერე უმაღლესი სასწავლებელი, მოსამზადებელი კურსები და მერე ლობირებენ მათ დანიშვნებს სასამართლო სისტემაში სხვადასხვა სახელმწიფოში.
თურქეთი საქართველოსთან შედარებით, საკმაოდ აღმატებული რესურსების სახელმწიფოა ხომ? 49 ათასი კაცი იყო თურქეთის სახელმწიფო ორგანიზმში ჩანერგილი, ძირითადად მოსამართლეები. გახსოვთ, აქ რომ ითხოვდნენ სასამართლოს რეფორმის დროს უცხოელებმა დანიშნონ მოსამართლეებიო?, - ასე მივიღებდით ჩვენ ახლა სასამართლო სისტემას, რომელიც ჩამოშლიდა სახელმწიფო ვერტიკალს და დაამხობდა არა ხელისუფლებას, არამედ სახელმწიფოს.“-განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
1744828351
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა
„მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არ...
1744827515
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია დოიაშვილზე: როდესაც ხარ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური აქტივისტი და პარტიული მიზნების მიღწევაში ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები, ამას საერთო არაფერი აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლებასთან
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, კულტურის სამინისტროს მიერ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გა...
1744824969
მსოფლიობაიდენი სიტყვით გამოვიდა და ტრამპს „ეს ბიჭი“ უწოდა - „რესპუბლიკელები ჯერ ისვრიან და შემდეგ უმიზნებენ“
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენითანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად საჯაროდ გამოჩნდა და ამერიკელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი მიგრანტების მიმართ მისი პოლიტიკის გამო გ...
1744820545
ახალი ამბებისაქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირები ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ
აფხაზეთიდან დროებითი დევნილი პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ....
1744817634
ახალი ამბებიკულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ კულტურის სა...