კახა კალაძე: მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მიიღებს

„მადლობა პრემიერ-მინისტრს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კახა კალაძე უალტერნატივო კანდიდატია.
მისი თქმით, თუ ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო მიიღებს.
„პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი პრემიერს პოზიტიური შეფასებისთვის. ის, რაც დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. ეს მთლიანად გუნდის დამსახურებაა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროექტების განხორციელებაში. მადლობა პრემიერ-მინისტრს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.
რაც შეეხება მერობის კანდიდატს, ამასთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით გავაკეთებთ განცხადებას. შეიკრიბება პოლიტსაბჭო და ერთობლივად მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორც მერობის კანდიდატებზე, ასევე ვინ იქნება საკრებულოში ჩვენი წარმომადგენელი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციას ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ ექნება და იციან, რომ მარცხისთვის არიან განწირულნი.
„არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია გაერთიანებული იქნება, დაშლილი თუ სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ არანაირი შანსი არ აქვთ. როდესაც ხარ რადიკალი, ქვეყნის მტერი და იმართები სხვა ქვეყნიდან, ხარ ჩვეულებრივი მოღალატე, ცხადია ქართველი ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გექნება. მათ ეს ძალიან კარგად ესმით და იციან, რომ განწირულნი არიან მარცხისთვის. ამიტომ არ უნდათ მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1742497047
სპორტისაქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი 3:0 გაანადგურა
უეფას ერთა ლიგის პლეიოფში საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი სტუმრად 3:0 გაანადგურა. პირველი გოლი გაიტანა გიორგი ქოჩორაშვილმა, შემდეგ კი "ჯვაროსნების" მხრიდან დუბლი გიორგი მიქაუტაძემ გაიფორ...
1742491947
მსოფლიოთეთრი სახლი: ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელს, რომელმაც ღაზაში ბრძოლა განაახლა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზას სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას, რამაც ფაქტობრივად დაასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ჰამასთან“.ამის შე...
1742489671
საზოგადოებაირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-საქართველოს მატჩს დაესწრებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანშია. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები საქართველო-სომხეთის მატჩს დაესწრებიან. ეროვნული ნაკრები 21:00 საათზე ერთა ლიგის B დივიზ...
1742488066
სპორტისომხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგ...
1742485211
მსოფლიოზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ თავის ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა. როგორც ზ...