კახა კალაძე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე: აღნიშნული კანონმდებლობა მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ქვეყნის ინტერესები

„აღნიშნული კანონმდებლობა მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ქვეყნის ინტერესები და არავის მიეცეს შესაძლებლობა, სხვა ქვეყნების გავლით აქ შემოვიდეს თანხები, მოხდეს საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, რევოლუციების მოწყობა, აგენტურის დაფინანსება“, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ეუთოს ადამიანის უფლებათა ოფისის (ODHIR) მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონის - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მიმართ.

„თქვენ როდიდან დაიწყეთ ამ ორგანიზაციის აღიარება? თქვენ პირიქით ამბობდით, ვინ არის ეუთო/ოდირი, არაფერს წარმოადგენს და არც მათი განცხადებები არჩევნებთან დაკავშირებით არაფერს წარმოადგენსო. თუ რამეს ვიტყუები, შეგიძლიათ, ამოიღოთ არქივი და ნახოთ თქვენი რადიკალური პოლიტიკოსების განცხადებები ეუთო/ოდირთან დაკავშირებით. ამ ორგანიზაციის განცხადებას, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ და სიფრთხილით ვეკიდებით. ზუსტად იგივე მიდგომა და დამოკიდებულება იქნება, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებშია, ტყუილად არ გადმოგვიღია. აგენტურა, ქვეყნის ღალატი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის.

აღნიშნული კანონმდებლობა მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს ქვეყნის ინტერესები და არავის მიეცეს შესაძლებლობა, სხვა ქვეყნების გავლით აქ შემოვიდეს თანხები, მოხდეს საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება, რევოლუციების მოწყობა, აგენტურის დაფინანსება. ეს ყველაფერი დამთავრდება, ჩემო მეგობრებო. რაც იყო წლების წინ, ის ვეღარ იქნება და ვეღარ მოხდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752945124

მსოფლიო

ალიევი: თუ სომხეთი ზანგეზურის დერეფნის ბლოკირებას გააგრძელებს, შესაძლოა, სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი დაკარგოს

„თუ სომხეთი ზანგეზურის დერეფნის ბლოკირებას გააგრძელებს, მისი სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევის შანსები ნულს მიუახლოვდება,“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშის გლობალური მედიაფორუმზ...

ალიევი

1752943772

მსოფლიო

ალიევი აქთაუში მომხდარ ავიაკატასტროფაზე: 7 თვე გავიდა და რუსეთის ოფიციალური პირებისგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, „აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი Embraer 190 სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით რუსეთს 7 თვის გასვლის შემდეგაც რეაგირება არ მოუხ...

ალიევი

1752941630

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე - დღეს ხომ რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა, სცენარიც ნაცნობია და შედეგიც - კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებას ეხმაურება, რომ „საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ...

 რატი იონათამიშვილი

1752939877

ახალი ამბები

გიორგი ქაჯაია: დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში

დემოკრატიას პრობლემა პირველ რიგში ბრიუსელში აქვს და არა საქართველოში. დღეს რომ სიტყვის თავისუფლებაა, დღეს რომ მედია თავისუფლებაა და დღეს ის არის, რომ ქართველი ადამიანი სუნთქავს ისე, რომ არ იდევნება, ე...

გიორგი ქაჯაია

1752936586

მსოფლიო

პრაღაში სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა - მეხანძრეებმა 14 ახალშობილი გადაარჩინეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც შენობიდან 30-ზე მეტი ადამიანის, მათ შორის ჩვილების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას Radio Prague International-ი ავრცელებს...

პრაღაში სამშობიარო სახლში ხანძარი გაჩნდა