აზერბაიჯანის საგარეო: მიზანშეწონილი იქნებოდა, საფრანგეთმა, რომელიც ცდილობს ჩაერიოს სხვა ქვეყნების სასამართლო პროცესებში, გამოიკვლიოს ისეთი ფაქტები, როგორიცაა პოლიტიკური დევნა საკუთარ ქვეყანაში და მომიტინგეების მკვლელობები

3 აპრილი 18:04 მსოფლიო

მოვითხოვთ საფრანგეთისგან შეწყვიტოს ნაბიჯები, რომლებიც არ ემსახურება მშვიდობას და ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას - განაცხადეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებებს, რომლებიც 2 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ წამოაყენა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესთან და სომხური წარმოშობის პირთა სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.

„თუ, როგორც საფრანგეთი აცხადებს, ის ნამდვილად მხარს უჭერს სამშვიდობო შეთანხმების სწრაფად ხელმოწერას, მაშინ მან სომხეთი უნდა წაახალისოს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმისკენ. რაც შეეხება სამხედრო დანაშაულებებში, ეთნიკურ წმენდაში, სამხედრო აგრესიაში, წამებასა და სხვა მძიმე დანაშაულებებში ბრალდებულ ან მსჯავრდებულ სომხური წარმოშობის პირთა გათავისუფლების მოწოდებებს, ამ დანაშაულების გამოძიება და მათზე სასამართლო პროცესის ჩატარება აზერბაიჯანის უფლებაა“, - ნათქვამია განცხადებაში.



„მიზანშეწონილი იქნებოდა, საფრანგეთმა, რომელიც ცდილობს ჩაერიოს სხვა ქვეყნების სასამართლო პროცესებში, ჯერ გამოიკვლიოს ისეთი ფაქტები, როგორიცაა პოლიტიკური დევნა საკუთარ ქვეყანაში და მომიტინგეების მკვლელობები სხვადასხვა აქციაზე, ადგილობრივი მოსახლეობის წამება ზღვისიქითა ტერიტორიებზე საფრანგეთის ნეოკოლონიური პოლიტიკის შედეგად, მექრთამეობისა და კორუფციის გავრცელება საფრანგეთის პარლამენტში“, - განაცხადეს აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

14:16

ახალი ამბები

ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი უფროსი წარუდგინა

ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პირველ მოადგილე შალვა ბედოიძესთან ერთად, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი დირექტორი პოლიციის პოლკოვნიკი გიორგი ბუხრაშვილი...

ვახტანგ გომელაურ

14:00

საზოგადოება

თბილისის მერია: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე ჩამოიშალა დაზიანებული ჯებირი, რომლის აღსადგენად საჭირო პროცედურები დაწყებულია

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კონკრეტულ საგზაო მონაკვეთზე არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ნაპირსამაგრი ჯებირის დაზიანებას ეხება...

გზაგზაგზა

13:57

საზოგადოება

თორნიკე ჭეიშვილი: ჩვენ აუცილებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ როგორც თუნდაც გერმანია გათავისუფლდა ფაშიზმისაგან, საქართველოშიც ერთხელ და სამუდამოდ ვუთხრათ „არა“ და ჩავაბაროთ წარსულს „ნაცმოძრაობის რეჟიმი

„რაც შეეხება დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, ესე იგი ყოველი სხდომის შემდეგ, ვინც ადევნებს ამას თვალ-ყურს, ყველას გვეუფლება განცდა იმისა, რა შეიძლება მოვისმინოთ და გავიგოთ ამაზე უარესი. თუმცა...

თორნიკე ჭეიშვილი

13:37

ახალი ამბები

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7563 ლარი გახდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7563 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7561 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის...

ვალუტის კურსი

13:22

საზოგადოება

ლევან ტერაშვილი პატიმრების ცემის ვიდეოგადაღებაზე: ახალაია, სააკაშვილი და მთელი ეგ ხროვა ავალებდა [გადაღებას], რომ ენახათ, მართლა ხდებოდა თუ არა ის, რასაც ავალებდნენ, რომ ეცემათ პატიმრები, გაენადგურებინათ ქართველი ერი და შიში დაენერგათ

„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა, „ქართული პარტიის“ ყოფილმა წევრმა ლევან ტერაშვილმა ისაუბრა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ თემად ე.წ. ზილების რევოლ...

ლევან ტერაშვილი