„ხელისუფლებას ვერავინ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს“ - „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო

„საბოლოოდ, ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

განცხადების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ქართველი ხალხი, ვერავითარი სანქციების ფასად ვერ დასთანხმდება გამანადგურებელ ომს და ქვეყნის უკრაინიზაციას.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ გლობალური ომის პარტია, მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრით მანიპულირებას ახერხებს და კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, როგორც ეს არაერთ სხვა ქვეყანაში გაუკეთებია.

„საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს.გლობალური ომის პარტია მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს. კოლექტიური ნაცმოძრაობის მხარდამჭერ უმცირესობას დღეს ის ზუსტად ისევე უპირისპირებს საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ეს არაერთ ქვეყანაში გაუკეთებია“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736361938

მსოფლიო

გრენლანდიისა და კანადის გამო ტრამპს შეუძლია დაივიწყოს პუტინი და უკრაინა - პოლიტოლოგი

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთი განცხადება გააკეთა, რომელიც, ასევე, ეხება უკრაინას. კერძოდ, ის იმედოვნებს, რომ ომი უკრაინაში ექვს თვეში დასრულდება. ამასთან, ის უკრაინის ნატოში...

პოლიტოლოგი

1736358407

ახალი ამბები

„ბოლო კვირაში ძირითადად ცირკულირებდა A ტიპის გრიპის ვირუსები, საგანგაშო ნამდვილად არაფერი ხდება“ - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში A ტიპის გრიპის ვირუსები ცირკულირებს.  ამასთან, იმნაძე დასძენს, რომ ქვეყა...

იმუნოლოგი

1736356373

მსოფლიო

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: გრენლანდია, შესაძლოა, გახდეს დამოუკიდებელი, მაგრამ არ გახდება აშშ-ის შტატი

გრენლანდია, შესაძლოა, გახდეს დამოუკიდებელი, თუ მის მცხოვრებლებს სურთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გახდეს აშშ-ის შტატი, - ამის შესახებ დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხად...

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

1736353143

მსოფლიო

აშშ მალე რუმინელებს უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას მისცემს

შეერთებული შტატები და რუმინეთი პარასკევს, 10 იანვარს ხელს მოაწერენ შეთანხმებას უვიზო მიმოსვლის შესახებ. შეთანხმება მოქალაქეებს საშუალებას აძლევს შეერთებულ შტატებში უვიზოდ გაემგზავრონ, - როგორც  Europe...

ას

1736351844

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი Meta-ს გადაწყვეტილებაზე: ეს არის კატასტროფული ინფორმაცია ოპოზიციისთვის

„ეს არის კატასტროფული ინფორმაცია რადიკალური ოპოზიციისთვის, ვინაიდან ყველაზე მსხვილი ფაქტჩეკერი ორგანიზაცია ეკუთვნით სერგი კაპანაძეს და ქალბატონ კინწურაშვილს“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნები...

ლევან მაჭავარიანი