ლაშა ხუციშვილი ბიუჯეტის შესრულებაზე: დაახლოებით, ათი წელია სამინისტროს აღრიცხვის სისტემა არ შეუცვლია. შესაბამისად, უცოდინარობას ვერ დავაბრალებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2025 წლის ბიუჯეტი პირველი კვარტლის მონაცემებით 102%-ით შესრულდა და მის შესრულებას არანაირი პრობლემა არ აქვს.
„ბიუჯეტი სრულდება იმ მოცულობით და იმ ფორმით, რაც არის დაგეგმილი. ასევე, მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ, განმარტება გავაკეთოთ გადასახადის გადახდასთან და აღრიცხვასთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით, ათი წელია ფინანსთა სამინისტროს არ შეუცვლია აღრიცხვის სისტემა, რომელიც გადასახადების აღრიცხვას ასახავს ბიუჯეტში. შესაბამისად, ნამდვილად უცოდინარობას ვერ დავაბრალებთ იმ ადამიანებს, რომლებიც რატომღაც ასეთი ტიპის დეზინფორმაციას ავრცელებენ. ათი წელი ნამდვილად საკმარისია იმისათვის, რომ შეისწავლო ბიუჯეტის აღრიცხვის სისტემები. ასე რომ ეს არის მიზანმიმართული დეზინფორმაცია. ასევე განმარტებას გავაკეთებ რომ „სხვა გადასახადების“ მუხლი, რომელიც არის ბიუჯეტში და სადაც აღირიცხება შემოსული თანხები, ეს არ არის წინსწრებით გადახდილი თანხები. ეს არის ის თანხები, როდესაც გადამხდელს ვალდებულება აქვს გადასახადის გადახდის, ხოლო შემდგომ აქვს დამატებით მიცემული გარკვეული პერიოდი - მომდევნო თვის 15 რიცხვამდე, რომ მოახდინოს მისი დეკლარირება და სწორად შეავსოს დეკლარაცია. საუბარია იმ გადასახადებზე, რომელიც იბეგრება გადასახადის წყაროსთან. მაგალითად, ესაა საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი. შემდგომ, როდესაც დეკლარაციები ბარდება მომდევნო თვის 15 რიცხვში, ბუნებრივია, ეს თანხები მიიმართება კონკრეტულად დეკლარაციაში დაფიქსირებულ გადასახადში. შესაბამისად, ეს არის ის პერიოდი, როდესაც გადახდასა და დეკლარირებას შორის თანხა ხვდება „სხვა გადასახადების“ ანგარიშზე და შემდგომ გადამისამართდება შესაბამის ანგარიშზე. რეალურად არის რეფორმა, რომელიც საქართველომ განახორციელა. ერთიანი გადახდის ანგარიშის სისტემის რეფორმა წარმატებით ხორციელდება თითქმის ათი წელია. შესაბამისად, ამ რეფორმის შედეგებზე ათი წლის თავზე კითხვების დასმა, ბუნებრივია, ვერ იქნება რაიმე ტიპის გაუგებრობა. ეს არის წმინდა წყლის დეზინფორმაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. როდესაც ბიუჯეტი სრულდება 102%-ით, იმის მტკიცება, რომ ბიუჯეტი ვერ შესრულდა, ამ დეზინფორმაციას დიდი ხნის სასიცოცხლო პერიოდი არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო მეოთხე წელია მსოფლიოში არის ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით. შესაბამისად, ყველა ის თანხა, ყველა ის ანგარიში, რომელიც ბიუჯეტთან არის დაკავშირებული ონლაინ რეჟიმში ავტომატურად, შესრულებისთანავე ქვეყნდება, ყველასთვის ხელმისაწვდომია და ამ ნაწილში კითხვის ნიშნები ნამდვილად ვერ იქნება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
1745600598
საზოგადოებანინო წილოსანი საფრანგეთის საელჩოს გრანტზე: ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს გრანტის მიმღები, „ნაციონალური მოძრაობის“ „ენჯეო“ დაჯგუფება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრებითაა დაკომპლექტებული
საფრანგეთის საელჩოს მიერ გაცემული გრანტების საკითხს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გამოეხმაურა. „ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს გრანტის მიმღები, „ნაციონალური მოძრაობის“ „ენჯე...
1745598862
საზოგადოებამამა გიორგი ზვიადაძე: პაპ ფრანცისკეს მიმართ საქართველოში არსებობს გარკვეულ დამოკიდებულება, რაც ეფუძნება თავად მის პატივისცემას ქართველი ერისა და სრულიად საქართველოსადმი
პაპ ფრანცისკეს მიმართ საქართველოში არსებობს გარკვეულ დამოკიდებულება, რაც ეფუძნება თავად მის პატივისცემას ქართველი ერისა და სრულიად საქართველოსადმი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ რომიდან მამა გიორგი ზვიად...
1745596660
საზოგადოებალაშა ხუციშვილი: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ ძალიან დადებითი განწყობა და მზაობა ჩვენთან ერთად განახორციელონ რეფორმები
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, შედგა მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები...
1745596335
საქართველონათია თურნავა: ამერიკელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია სტაბილური ვითარება - მშვიდობა, რაც არის ჩვენ ქვეყანაში
ჩვენ ველოდებით ახალ ინვესტორებს საქართველოში და ვხედავთ კიდეც ამ ტენდენციებს, იქნება ეს რეალური ეკონომიკა თუ საფინანსო სექტორი, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, აშშ-ში სსფ-სა და მსოფლიო ბანკი...
1745596272
საზოგადოებასაქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად რომში იმყოფება
პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში უკვე დაეშვა, სადაც პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილი 26 აპრილს, ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას...