ნათია თურნავა: ამერიკელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია სტაბილური ვითარება - მშვიდობა, რაც არის ჩვენ ქვეყანაში

ჩვენ ველოდებით ახალ ინვესტორებს საქართველოში და ვხედავთ კიდეც ამ ტენდენციებს, იქნება ეს რეალური ეკონომიკა თუ საფინანსო სექტორი, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, აშშ-ში სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ამერიკელ ინვესტორთა ჯგუფთან შეხვედრის შეფასებისას.
ნათია თურნავას თქმით, შეხვედრები გაიმართა საკმაოდ ცნობილ საინვესტიციო ფონდებთან, რომელთა ნაწილი უკვე ოპერირებს ქართულ კაპიტალის ბაზარზე, იძენს სახაზინო ვალდებულებებს და აკეთებს ინვესტირებას. ნაწილი კი, ახალი ინვესტორები არიან, რომლებიც აკვირდებიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს ეძებენ.
როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა ამერიკელი ინვესტორებისთვის მიმზიდველია ჩვენს ქვეყანაში არსებული სტაბილური ვითარება, მშვიდობა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ინვესტორები ნაკლებ რისკიან ქვეყნებში ეძებენ ადგილს ინვესტირებისთვის.
მისივე განცხადებით, ამერიკელ ინვესტორებთან საკმაოდ საინტერესო საუბარი შედგა. სტაბილური მაკროეკონომიკური პარამეტრები და არსებული პერსპექტივები, რასაც საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ქმნის, ახალი ინვესტორებისთვის მაღალი მოგების მიღების შესაძლებლობაა და ამავდროულად, ინფლაციის ან რაიმე ეკონომიკური შოკის ალბათობაც ნაკლებია.
1749842428
მსოფლიოისრაელის ოფიციალური პირი: ირანი აუტანლად მძიმე ფასს გადაიხდის სამოქალაქო ტერიტორიების მიმართულებით განხორციელებული თავდასხმებისთვის
ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმების ფონზე, რა დროსაც დაახლოებით 200 რაკეტა იყო გაშვებული, Channel 12-ის ცნობით, ისრაელის ოფიციალური პირი ირანს ესკალაციით და...
1749840493
მსოფლიოისრაელის თავდაცვითი ძალები: მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა
მთელი ისრაელი ცეცხლქვეშაა - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში. ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტი...
1749839466
მსოფლიომედია: ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს - აფეთქებები ისმის თელ-ავივსა და იერუსალიმში
ისრაელის სამხედრო წყაროს ინფორმაციით, ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 რაკეტა გაუშვეს. ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის სისტემები აქტიურად მუშაობენ შემომავალი რაკეტების გადასაჭ...
1749837185
მსოფლიონეთანიაჰუ: ჩვენ ყველამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრშეტევა იქნება
ჩვენ ყველამ უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრშეტევა იქნება - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ. „საფასურთან დაკავშირებით, მე ვთქვი, რომ საფასური იქნება და ჩვენ ვცდილობთ მის შემცირებას...
1749835207
საზოგადოებალევან მახაშვილი: რამდენი თვეა ვაკვირდებით უცხოეთიდან ზიზღის ენის კამპანიას, მის დაფინანსებასა და მხარდაჭერას - ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, გარდა შესაბამისი რეაგირებისა
რამდენი თვეა ვაკვირდებით უცხოეთიდან ზიზღის ენის კამპანიას, მის დაფინანსებასა და მხარდაჭერას. ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩენია, გარდა შესაბამისი რეაგირებისა, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავ...