ლევან დავითაშვილმა აშშ-ის Exim Bank-ის მოქმედ პირველ ვიცე-პრეზიდენტ ჯიმ ბაროუზთან შეხვედრა გამართა

„ამერიკის შეერთებული შტატების Exim Bank-ში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ამერიკას და საქართველოს ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის მართლაც ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ - ის Exim Bank-ში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ლევან დავითაშვილი აღნიშნული ორგანიზაციის მოქმედ პირველ ვიცე-პრეზიდენტსა და დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეს ჯიმ ბაროუზსა და ბანკის სხვა ტოპ-მენეჯერებს შეხვდა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პოტენციალი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ხაზი გაესვა საქართველოს ბაზარზე ამერიკული კომპანიების მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ტექნოლოგიები. ასევე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება აშშ-სთან ეკონომიკური კავშირების, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ამერიკული საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები. მან დეტალურად მიმოიხილა ბოლო წლებში საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომლებმაც ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყვეს. ასევე საუბარი შეეხო მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზანია ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მხარდაჭერა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება საქართველოზე, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო - ლოგისტიკური ჰაბის განვითარებაზე. ითქვა, რომ საქართველოს აქვს ხელსაყრელი გეოსტრატეგიული მდებარეობა და ჰაბის ფუნქციის შესრულება უფრო აქტიურად შეუძლია, მათ შორის, ამერიკული პროდუქციისთვის.
ხაზი გაესვა ბოლო წლებში ტვირთბრუნვის ზრდას შუა სატრანსპორტო დერეფნის გავლით. ქართულმა მხარემ აშშ-ის Exim Bank-ის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ სტრატეგიული პროექტების შესახებ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში, რომლებიც მიმართულია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისკენ.
შეხვედრაზე Exim Bank-ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, უფრო ინტენსიურად ითანამშრომლონ საქართველოს მხარესთან იმ საჭიროებების გათვალისწინებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
1745679452
სპორტიილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია
ილია სულამანიძე ძიუდოში ევროპის ჩემპიონია. მამაკაცთა შორის 100 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა შეჯიბრების ფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოიევი იუკოთი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა. კოცოიევი ის სპორ...
1745678002
ახალი ამბებიდავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ: ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ბავშვთა რაგბის განვითარება
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კაჭარავამ განმარტა, რომ რაგბის კავშირის პრიორიტეტი ბავშვთა რაგბი იქნება, რათა მეტი წარმატებ...
1745676335
ახალი ამბებინინო წილოსანი: იმედს ვიტოვებ, რომ ჯო უილსონი რაღაც მომენტში მაინც უკეთ გაერკვევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში, ან მინიმუმ იმას აღმოაჩენს, რომ ინფორმაციის მიმწოდებლები ტყუილის გამავრცელებლები არიან
„დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ქვეყანასთან მიმართებით - ამ შემთხვევაში, საუბარი იყო ავღანეთზე, ბანგლადეშზე და ასე შემდეგ, თითქოსდა, შეიცვალა სახელმწიფოს სავიზო პოლიტიკა, ეს არის მტკ...
1745674983
ახალი ამბებისაქართველოს რაგბის კავშირს დავით კაჭარავა უხელმძღვანელებს
ვეტერანი ბორჯღალოსანი, დავით კაჭარავა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა(57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემა...
1745670589
ახალი ამბები„ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული“ - ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან მის შეხვედრას აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურ...