ლევან გიგინეიშვილი: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია

უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, ცხადია, პირველი გარკვეულწილად ესაფუძვლებოდა მეორეს. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში წინასწარმეტყველებს ხოსე ორტეგა-ი-გასსეტი პოლიტიკურად გაერთიანებულ ევროპას, როგორც მსოფლიო ისტორიული მისიის მატარებელს, - განაცხადა ფილოლოგმა, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა, კონსერვატიულ პორტალ geo-first.com-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ევროკავშირი აპრიორი სიკეთეს არ ნიშნავს, სწორედ ამიტომ, საზოგადოებას მასში გაწევრიანების შესახებ კრიტიკული განხილვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

„ევროკავშირი შეიძლება დეგრადირდეს, როგორც ორგანიზაცია, კორუფციის შედეგად და დეგრადაციამ ის საბოლოოდ დაშლამდეც მიიყვანოს. ასევე, ევროკავშირის ეკონომიკური პოლიტიკა და ბიუროკრატია შეიძლება არ აღმოჩნდეს სახარბიელო კონკრეტული ქვეყნებისათვის და მათ არ მიიღონ ევროკავშირი, როგორც იმთავითვე სიკეთე, ამიტომ არ შევიდნენ შიგნით, ან გავიდნენ კიდეც მისგან, როგორც ეს დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა. რადგან ევროკავშირი აპრიორი სიკეთე არაა, აქედან გამომდინარე, აპრიორი სიბრიყვეა ევროკავშირში გაწევრიანების ამოცანის კრიტიკული განხილვის მიღმა დაყენება: ყველა ასეთი, ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი და ქვეყნისთვის არსებითი გადაწყვეტილების თუ ამოცანის დასახვა, უნდა ეყრდნობოდეს ფართო კრიტიკულ განხილვას და ეროვნული არჩევანი სწორედ ასეთ ყოველმხრივ განხილვა-აწონ-დაწონას უნდა დაეფუძნოს.

ამიტომ, მე სრულიად დაუშვებლად მიმაჩნია საქართველოს კონსტიტუციაში „ევროკავშირში გაერთიანების“ მუხლის არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ევროკავშირში საქართველოს გაერთიანებას ჯერჯერობით მხარს ვუჭერ, კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არის განხილვის შესაძლებლობისთვის თავში ჩაქუჩის ჩარტყმა, რაც თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნისთვის, რაზეც საქართველოს არცთუ უსაფუძვლოდ პრეტენზია აქვს, მიუღებელი უნდა იყოს," - განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.

მისივე განცხადებით, ევროპას, როგორც იდეასა და მსოფლმხედველობრივ ფენომენს, ალტერნატივა არ აქვს, თუ განვითარება უნდა ადამიანს. აქვე, გიგინეიშვილი აკონკრეტებს, რომ ევროპა, სოციო-კულტურული კუთხით, არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, პროგრესი, კრიტიკული აზროვნების და განხილვის შესაძლებლობა.

"რაც შეეხება ევროპას, როგორც იდეას და სოციო-კულტურულ თუ მსოფლმხედველობრივ ფენომენს, მე ვფიქრობ მას ალტერნატივა არ აქვს, თუ განვითარება გინდა: ევროპა − ესაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, უნივერსიტეტები და განათლების სისტემური უწყვეტობა, მეცნიერულ-ტექნოლოგიური პროგრესი, მსჯელობის სივრცის ღიაობა და კრიტიკული აზროვნებისა და განხილვის შესაძლებლობა; ესაა ბახი და მოცარტი, რენესანსი და განმანათლებლობა, ანუ ისეთი სულიერი ფენომენები, რომლებიც ისტორიაში მოხვდნენ და შეუქცევადები არიან, არა მხოლოდ გეოგრაფიული ევროპისთვის, არამედ მთელი კაცობრიობისთვის; რაც ილიამ თქვა ეროვნულზე („არაფერ ეროვნულს არ აქვს ფასეულობა, თუ იგი ამავე დროს ზოგადკაცობრიულადაც ფასეული არ არისო“), შეგვიძლია ევროპულზეც ვთქვათ: „არაფერ ევროპულს არ აქვს ფასეულობა, თუ იგი ამავე დროს ზოგადკაცობრიულადაც ფასეული არ არის“, ხოლო ის ფენომენები, რომლებიც ზემოთ დავასახელე, სწორედაც რომ ზოგადკაცობრიულად ფასეულია," - განაცხადა ლევან გიგინეიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743615549

სპორტი

ისტორიაში პირველად ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

 ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა. ზურაბ კინწურ...

ზურაბ კინწურაშვილი

1743613806

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ ილონ მასკი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უახლოეს კვირებში გადადგება

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის შიდა წრეს, მათ შორის კაბინეტის წევრებს აცნობა, რომ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი უახლოეს კვირებში გადადგება. ამის შესახებ ინფორ...

ილონ მასკის თქმით, ტრამპი USAID-ის დახურვაზე თანახმაა

1743611962

მსოფლიო

ჯორჯია მელონი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღება იტალიურ წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს

 იტალიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აშშ-ის მხრიდან ტარიფების შემოღება იტალიურ წარმოებას დიდ დარტყმას მიაყენებს. ჯორჯია მელონის თქმით, აუცილებელია ყველა შესაძლებლობის გამოყენება, რათა სავაჭრო ომი თავ...

ჯორჯია მელონი

1743611575

ახალი ამბები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა

 საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. მომ...

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტ

1743608277

ახალი ამბები

გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს - ლევან ვეფხვაძეს, სოსო ფხაკაძეს და აკაკი საღირაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვი...

გელა სამხარაული