დევიდ უები: საქართველოსთვის ევროპაზე გასვლა ისტორიული მიღწევაა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მიზანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის ასისტენტი დევიდ უები ბრიტანულ გამოცემა talksport.com -ს ესაუბრა, სადაც 45 წლის მწვრთნელმა კომენტარი საქართველოს ნაკრებზეც გააკეთა, მისი თქმით შემდეგი მიზანი საქართველოს ნაკრების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.
„საქართველოს ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაში ისტორიული მიღწევა იყო, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ და მიზანი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია. ვფიქრობ ჩვენ გვყავს იმ ხარისხის მოთამაშეები, მწვრთნელები და პერსონალი, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უფრო გაგვიადვილებს, ამას ემატება ის ფაქტიც, რომ საქართველოს უკვე აქვს დიდ ტურნირზე თამაშების გამოცდილება.
პირადად ჩემთვის ისეთ მწვრთნელთან ერთად მუშაობა, როგორიც ვილი სანიოლია დიდი პატივია, რადგან მას აქვს საოცარი ნიჭი, ის როგორც ფეხბურთელიც გასაოცარი იყო, ამიტომ მასთან მუშაობით დიდ გამოცდილებას ვიღებ. ჩემი ამბიცია, რა თქმა უნდა მთავარ მწვრთნელად მუშაობაა, თუმცა ამისთვის ჯერ გამოცდილება და ცოდნის დაგროვებაა საჭირო. არ ვიცი როდის ვიმუშავებ მთავარ მწვრთნელად, ეს დამოკიდებულია შესაძლებლობაზე და სწორ პროექტზე“ - განაცხადა უებმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს 4 სექტემბერს დაიწყებს, სადაც მისი პირველი მეტოქე თურქეთის ნაკრები იქნება.
1743575614
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში პოლიციელთა საბაზისო მომზადების მე-2 და მე-3 ჯგუფის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგა...
1743574265
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ბელარუსის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განს...
1743573467
მსოფლიოზელენსკის განცხადებით, წიაღისეულის შესახებ შეთანხმებაში ნატოს საკითხი არ არის და არც ყოფილა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მინერალური რესურსების შესახებ შეთანხმება ნატოს საკითხს არ მოიცავს და არც არასდროს მოიცავდა. როგორც ზელენსკიმ გერმანი...
1743572461
ახალი ამბებიდროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს გორის ბაზრობის წართმევის ფაქტზე ჯემალ წიკლაური და არაადამიანურ მოპყრობაზე გიორგი ზერეკიძე ისაუბრებენ
დროებითი საგამოძიებო კომისია პარლამენტში მუშაობას განაგრძობს. კომისია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საკუთრების უფლების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს განიხილავს. სხ...
1743569996
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: უაღრესად მნიშვნელოვანია, საგამოძიებო კომისიის მუშაობას ახალგაზრდა თაობამ ადევნოს თვალყური, რადგან ბევრ რამეს გაიგებს და ბევრ რამეს ეხდება ფარდა
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ კომისიის მუშაობა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობას ახალგაზრდა თაობამ ადევნოს თვალყური, რადგან ძალიან ბევრ რამეს გაიგებს, რადგან ბევრ რამეს ეხდება ფარდა“, - ამის...