ლევან მაჭავარიანი: ამომრჩეველს დავპირდით, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა „ნაცმოძრაობა“ საქართველოში, ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ

„ჩვენ დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს, რომ 2025 წელს დასრულდებოდა, როგორც ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, ისე დასრულდებოდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებით, კოლექტიურ ნაცმოძრაობას მოახლოებულ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება.

„ჩვენ ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ. უბრალოდ, იქიდან გამომდინარე, რომ შემოდის ძალიან ბევრი განცხადება დაზარალებული ოჯახებისგან ამ რეჟიმის წინააღმდეგ. საგამოძიებო კომისიამ მოითხოვა დამატებით ერთ თვიანი ვადა, ვინაიდან ფიზიკურად ვერ ასწრებს ამ ყველაფრის განხილვას.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ დაჩქარებულ რეჟიმში არ ვიმუშაოთ და ვინმეს სასპეკულაციო არ მივცეთ იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე კვირით ადრე აიკრძალა ეს პარტიები არჩევნებამდე, კი ბატონო, ჩვენ ვტოვებთ ამ ველს თავისუფალს“, - აღნიშნავს მაჭავარიანმა საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794764373

ახალი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

1794761277

ახალი ამბები

პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...

ახალნათელღებული შეემატა

1794759304

მსოფლიო

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...

ირანმა ბაჰრეინში

1794755991

ახალი ამბები

შიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად

სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...

მეუფე შიო

1794753088

მსოფლიო

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...

ლუკა ნიკულესკუ