ლევან მაჭავარიანი აქციის მონაწილეთა ნაწილს: ყოველდღიურად ვიბრძვით შიდა და გარე მტრებთან, რომ ჩვენი სამშობლო იყოს უფრო დამოუკიდებელი და სუვერენული, თხოვნა მაქვს თქვენთან, გვერდში დაგვიდექით ამ დიდ ბრძოლაში

„თქვენს თავთან მარტო რომ დარჩებით, ერთი ფაქტი მაინც გაიხსენეთ, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე, ან რითი გაზარდა რუსული გავლენები საქართველოში? ამასაც ვერ გაიხსენებთ. ჩვენ დამოუკიდებლობა 34 წლის წინ ავირჩიეთ, დამოუკიდებლობას სჭირდება შენარჩუნება და განმტკიცება, მუდმივი ბრძოლა და „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ვიბრძვით შიდა მტრებთანაც და გარე მტრებთანაც, რომ ჩვენი სამშობლო იყოს უფრო დამოუკიდებელი და უფრო სუვერენული. თხოვნა მაქვს თქვენთან, გვერდში დაგვიდექით ამ დიდ ბრძოლაში, ამ ეროვნულ საქმეში, იმიტომ, რომ ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“, - ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპროტესტო აქციის მონაწილეთა ნაწილს, რომლებიც, მისი თქმით, შეცდომაში არიან შეყვანილები.
მაჭავარიანმა ჩამოთვალა რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც, მისი აზრით, ბოლო სამი წლის განმავლობაში რეალურად იყო გასაპროტესტებელი, რადგან ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა და კითხვით მიმართა აქციის მონაწილეთა „გულწრფელ“ ნაწილს, თუნდაც სოციალური ქსელით რატომ არ გამოხატეს უკმაყოფილება.
„ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით, რომ უამრავი პროტესტი მოაწყვეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, მინდა მივმართო გულწრფელ დემონსტრანტებს, რომლებიც უბრალოდ შეცდომაში არიან შესულები. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ამ შემთხვევაში არც რადიკალური პარტიების აქტივისტებს, არც მდიდარი „ენჯეო“ ორგანიზაციების აქტივისტებს, არ ვგულისხმობ არც უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს და პარტია „ახალის“ მხარდამჭერებს. ამ შემთხვევაში უფრო აქცენტს ვაკეთებ ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის მხარდამჭერებზე, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ ხვდებიან, რომ ეს ორივე პარტია „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ წარმოადგენს და მათი დღის წესრიგი თავიდან ბოლომდე შეთანხმებულია, დავალებებს უცხოეთიდან იღებენ. მაგრამ დროთა განმავლობაში უფრო მეტს ხვდებიან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ხანში ისინიც დარწმუნდებიან, რომ ეს ორივე პარტია არის ჯამში „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ განუყოფელი ნაწილი.
მინდა, რამდენიმე ფაქტი ჩამოვთვალო, რაც ჩემი გადმოსახედიდან ნამდვილად გასაპროტესტებელი იყო ამ სამი წლის განმავლობაში და ამ ადამიანებს მინდა ვთხოვო, რომ თავიანთ გულებში ჩაიხედონ, თუნდაც ერთი Facebook პოსტით თუ აქვთ ეს ყველაფერი გაპროტესტებული.
1) მე მინდა დავიწყო, მაგალითად, 2022 წელს, როდესაც [უკრაინის პრეზიდენტმა] ბატონმა [ვოლოდიმირ] ზელენსკიმ გაიწვია ელჩი საქართველოდან ორი მიზეზით: ერთი იყო, რომ ჩვენ სანქციები არ დავუწესეთ რუსეთს და არ დავანგრიეთ ჩვენი ეკონომიკა მაშინ, როდესაც ყველას შევახსენებ, რომ იმავე წელს ევროკავშირმა ასობით მილიარდი დოლარი ივაჭრა რუსეთთან. მეორე მიზეზი იყო, რომ ჩვენ მოხალისეებით სავსე ჩარტერული რეისი მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ გავაგზავნეთ უკრაინაში, რაც პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა რუსეთთან. ეს ხომ იყო გასაპროტესტებელი? მე არ მახსენდება, რომ ვინმეს ამასთან დაკავშირებით ნეგატიური პოსტი მაინც დაეწერა.
2) კანდიდატის სტატუსის თემა მინდა შევახსენო ყველას, როდესაც 2022 წელს ჩვენ დაგვჩაგრეს, მისცეს მოლდოვასა და უკრაინას. კარგი, უკრაინა ომშია, თვალი დავხუჭოთ. როგორ მისცეს მოლდოვას, როდესაც ევროკავშირის მიერვე გამოქვეყნებული ყველა კრიტერიუმით მოლდოვაზე წინ ვიყავით. მოლდოვა დსთ-ის წევრი ქვეყანაა, იხრჩობა კორუფციაში, ფაქტობრივად არ არსებობს ოპოზიციური მედია, ოპოზიციური პარტიები. ამ ყველაფრის შემდეგ რატომ არ გაგიჩნდათ, ამ გულწრფელ დემონსტრანტებს მივმართავ, პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო დაჩაგრეს და რატომ არ მიუძღვენით თუნდაც ერთი Facebook პოსტი ამ ყველაფერს.
3) „შავი ხვრელიო“, რომ გვაბრალებდა რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოები“, რუსეთისთვის თავის არიდებაში საქართველო გამოიყენება „შავ ხვრელადო“, ჩვენი ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, 2023 წლის ივნისში ჩამოვიყვანეთ აშშ-იდან, ევროკავშირიდან და ბრიტანეთიდან სანქციების კოორდინატორები, რომლებმაც დაადასტურეს და თავიანთ საჯარო განცხადებაში განაცხადეს, რომ კმაყოფილნი არიან მთავრობის მიერ შექმნილი ეფექტური სისტემით სანქციების აღსრულების ნაწილში. როდესაც ამ ტყუილში ვამხილეთ რადიკალური ოპოზიცია, ეს ხომ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან შეურაცხმყოფელი იყო და იმიჯის დამაზიანებელი? რატომ არ დაპოსტეთ თუნდაც ერთი პოსტი იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ შეიძლებოდა ერთი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანას ასეთ რაღაცას რომ აბრალებდა რადიკალური ოპოზიცია.
4) ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩების დემარში მინდა შეგახსენოთ, თითქოს სააკაშვილს ვკლავდით, ვაწამებდით და უნდა გაგვეთავისუფლებინა. არ იცოდით, რომ სააკაშვილი სიმულიანტობდა? იგივე მიზეზით ზელენსკიმ რომ სამარცხვინოდ ჩვენი გმირი ელჩი გამოაგდო კიევიდან, იმის გამო, რომ თითქოს პუტინის ხელით ვაწამებდით მიხეილ სააკაშვილს, არ იყო ეს თავისმომჭრელი ჩვენი ქვეყნისთვის? რატომ არ გააპროტესტეთ, მით უმეტეს, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სააკაშვილმა დაიწყოს საკვების მიღება და ყველაფერი კარგად იქნებაო. დაიწყო ჭამა ბატონმა სააკაშვილმა და კარგად გახდა. პროტესტი არ გაგიჩნდათ ამის მიმართ, ამან თავი არ მოჭრა ჩვენი ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო არენაზე?
5) ქალბატონი ზურაბიშვილი რომ იძახდა, სტატუსი არ გვეკუთვნისო, რომ გასაჯაროვდა მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში, სხვათა შორის, „ენჯეოები“, რომლებიც ითხოვდნენ, რომ სტატუსი არ უნდა მიგვეღო. ოპოზიციონერები ერთმანეთს რომ აბრალებდნენ, როდესაც უკვე იგრძნეს, რომ ვიღებდით კანდიდატის სტატუსს, სხვები დარბოდნენ კაბინეტებში, რომ არ მიგვეღოო. ამასთან დაკავშირებით პროტესტი არ გაგიჩნდათ, ეს არ იყო არაქართული საქციელი?
6) ე.წ. „რუსულ კანონზე“ მინდა შეგახსენოთ, თქვენ რომ გაპროტესტებინეს თვე-ნახევრის განმავლობაში ქართული კანონი და ამბობდნენ, რომ ეს იყო რუსული, გეუბნებონენ, რომ თუ ჩვენ ამ კანონს მივიღებდით, ავკრძალავდით მედიასაშუალებებს, „ენჯეო“ სექტორს და როგორ შეიძლება ამ კანონში მოხვდეს USAID-ი და NEDI-ი, რომლებიც ამერიკული ორგანიზაციები არისო. დღეს რომ ყველაფერი გაიშიფრა, ერთი წელი გავიდა არავინ არ აგვიკრძალავს, თვითონ ამერიკამ გამოაცხადა USAID-ი და NEDI-ი დამნაშავე ორგანიზაციებად. დღეს მაინც არ გიჩნდებათ პროტესტი იმ ადამიანების მიმართ, როგორც შიდა, ისე გარე აქტორების მიმართ, რომლებიც ასე გატყუებდნენ და თვე-ნახევარი ქუჩაში დაგაყენეს?
7) ოთხივე რადიკალურმა პარტიამ რომ ბრიუსელში გააგზავნა ე.წ. დანოსი, 18 თებერვალი იყო, ოთხივე პარტიის ხელმოწერა არის, სადაც ევროკავშირს ეხვეწებიან, რომ საქართველოსთან გაწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა. აბსოლუტურად არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა არ იყოს, ყველანაირი ტიპის დახმარება, თუ რამე გათვალისწინებული იყო, მიემართოს „ენჯეო“ სექტორს და ა.შ. რატომ არ გაუპროტესტეთ ეს არცერთ პარტიას? ეს ჩვენს რეპუტაციას არ აზიანებდა?
კიდევ შემიძლია ძალიან ბევრი ვილაპარაკო... ახლა არ არის ამისი დრო, მოდით, დავივიწყოთ, რა გააპროტესტეთ, და რა - არა. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან, თქვენს თავთან მარტო რომ დარჩებით, ერთი ფაქტი მაინც გაიხსენეთ, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე, ან რითი გაზარდა რუსული გავლენები საქართველოში? ამასაც ვერ გაიხსენებთ. ჩვენ დამოუკიდებლობა ავირჩიეთ 34 წლის წინ, დამოუკიდებლობას სჭირდება შენარჩუნება და განმტკიცება, მუდმივი ბრძოლა და „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ვიბრძვით შიდა მტრებთანაც და გარე მტრებთანაც, რომ ჩვენი სამშობლო იყოს უფრო დამოუკიდებელი და უფრო სუვერენული. თხოვნა მაქვს თქვენთან, გვერდში დაგვიდექით ამ დიდ ბრძოლაში, ამ ეროვნულ საქმეში, იმიტომ, რომ ისტორია ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1743608277
ახალი ამბებიგელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს - ლევან ვეფხვაძეს, სოსო ფხაკაძეს და აკაკი საღირაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვი...
1743605831
საზოგადოებააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთა...
1743604337
ახალი ამბები„ნაცმოძრაობის“ მიერ დაზარალებული ბიზნესმენი ჯემალ წიკლაური: მოსამართლემ დაიწყო განაჩენის გამოცხადება, ერთი აბზაცი ჰქონდა დარჩენილი, შემოვარდა სპეცრაზმი და მოსამართლე გაიყვანეს ხელის კვრით, ბომბია სასამართლოში, უნდა დატოვოთ დარბაზიო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1743602352
ახალი ამბებიმაჭავარიანი ბრიტანეთის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე: მოსამართლეებს ასანქცირებენ და ამბობენ, მტკიცებულებები არ გაგვაჩნიაო, ეს თავისთავად, პირდაპირ გლობალური ომის პარტიის და „დიფ სთეითის“ გავლენებზე მიუთითებს
„მოსამართლეებს ასანქცირებენ და ამბობენ, მტკიცებულებები და ფაქტები არ გაგვაჩნია, უბრალოდ, რაღაც ეჭვები არისო. ეს თავისთავად, გლობალური ომის პარტიის და „დიფ სთეითის“ გავლენებზე მიუთითებს“, - ამის შესახე...
1743601583
საზოგადოებაწულუკიანი: კომისიაზე რასაც ვისმენთ, ადასტურებს, რომ მართლები ვართ, როცა ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული „ნაცმოძრაობის“ მიმართ, სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც მისი ადგილია
„ყველაფერი, რასაც კომისიაზე ვისმენთ, ადასტურებს, რომ ჩვენ მართლები ვართ, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიყვა...