ლევან მაჭავარიანი: რიგი აქტორები უვიზო მიმოსვლას შანტაჟის მექანიზმად იყენებენ, შანტაჟის არ გვეშინია, უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ მონაპოვარია

„რიგი აქტორები უვიზო მიმოსვლას შანტაჟის მექანიზმად იყენებენ. შანტაჟის არ გვეშინია, ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული და ჩვენს კურსს მივყვებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ მონაპოვარია.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მმართველი გუნდის კურსია ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარება და მეტი დამოუკიდებლობა.

„უვიზო მიმოსვლა „ქართული ოცნების“ მონაპოვარია. ჩვენ ვხედავთ, რომ გარედან რიგი აქტორები, რომლებიც მფარველობენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამას იყენებენ შანტაჟის მექანიზმად. ჩვენ ორი შანტაჟის მექანიზმი გამოვაცალეთ, პირველი იყო კანდიდატის სტატუსი, შემდეგ კი, მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, ახლა ვიზალიბერალიზაციის გარშემო საუბრობენ. ტუსკი იყო, ვინც თავიდან ამ მუქარების ავანგარდში მოგვევლინა. კარგად ვიცით პოლონეთის მთავრობის დამოკიდებულება კონკრეტულად სააკაშვილთან მიმართებით.

საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება თუ ევროპარლამენტარები პოლონეთიდან, ისინი ძალიან გულშემატკივრობენ და მეგობრობენ სააკაშვილთან. ჩვენ ამისთვის არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ შეგვიქმნია. შესაბამისად, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. დემოკრატიის უკუსვლაზე საუბარს რაც შეეხება, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი გვესმის იმ დღიდან, რაც უკრაინაში დაიწყო ის ტრაგედია, რა ტრაგედიაც ტრიალებს.

კარგად გვახსოვს, როდესაც ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის პირობებში ბლინკენის პრესსპიკერი გვსაყვედურობდა, რომ დემოკრატიის უკუსვლაა საქართველოში. შემდეგ ჩაბრძანდებოდნენ, მაგალითად, მონღოლეთში და იტყოდნენ, რომ მონღოლეთი დემოკრატის შუქურაა.

ომის დაწყების დღიდან შანტაჟის ენით გვესაუბრებოდნენ და ამ საუბარს აგრძელებენ. ჩვენ ამას მიჩვეული ვართ და შანტაჟის არ გვეშინია. ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული და ჩვენს კურსს მივყვებით.

ჩვენი კურსია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარება და მეტი დამოუკიდებლობა საქართველოსთვის. საქართველო შემდგარია უკვე, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული და სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენი კურსია, გავატაროთ ჩვენი ეროვნული ინტერესები“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750175000

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი: ეს არის ბინძური სამუშაო, რასაც ისრაელი ჩვენ ნაცვლად აკეთებს

 ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ისრაელს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. „ეს არის ბინძური სამუშაო, რასაც ისრაელი ჩვენ ნაცვლად აკეთებს. ჩვენც ამ რეჟიმის მსხვ...

ფრიდრიხ მერცი

1750173803

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უსაფრთხო, მშვიდი გარემოს შენარჩუნება დღეს გამოწვევაა ჩვენი რეგიონისთვის, რაშიც საპარლამენტო დიპლომატიას გადამწყვეტი როლი აქვს

 შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ვიზიტი შეაჯამა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, რაშიც მნიშვნელოვან როლ...

შალვა პაპუაშვილ

1750171893

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში

„როგორი კონფიგურაციაც არ უნდა დაალაგონ გარე უფროსებმა, ჩვენ ძალიან დიდი ანგარიშით მოვიგებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გა...

ლევან მაჭავარიანი

1750170106

ახალი ამბები

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებით კომისიაში საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბულინგის თემაზე შეხვედრა გაიმართა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და კომისიის წევრი ეკა სეფაშვილი ბულინგის თემაზე საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსს,...

 მარიამ ლაშხი

1750168335

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს ანტინარკოტიკული პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა. დიმიტრი ხუნდაძემ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე გ...

 დიმიტრი ხუნდაძე