ლევან მაჭავარიანი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე: ძალიან მძიმე მოსასმენია რასაც იქ ვისმენთ, რასაც ახალგაზრდები ისმენენ, თუმცა ეს აუცილებელია, ვინაიდან სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ რეჟიმს

„ძალიან მძიმე მოსასმენია რასაც იქ ვისმენთ, რასაც ახალგაზრდები ისმენენ, თუმცა ეს აუცილებელია, ვინაიდან სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ რეჟიმს“, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით.
ლევან მაჭავარიანის თქმით, ვისაც არ ახსოვს ეს ყველაფერი, გადამეორების კარგი საშუალებაა.
„ეს ყველაფერი შექმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ შეიკრას მტკიცებულებები, ფაქტები, რათა კომისია როგორც კი მუშაობას დაასრულებს, ამ ყველაფერზე დაყრდნობილი რეკომენდაცია პროკურატურას, შესაბამის უწყებებს გადასცეს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
დღეს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუტა რობაქიძის მკვლელობა იქნება.
1744828351
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა
„მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არ...
1744827515
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია დოიაშვილზე: როდესაც ხარ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური აქტივისტი და პარტიული მიზნების მიღწევაში ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები, ამას საერთო არაფერი აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლებასთან
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, კულტურის სამინისტროს მიერ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გა...
1744824969
მსოფლიობაიდენი სიტყვით გამოვიდა და ტრამპს „ეს ბიჭი“ უწოდა - „რესპუბლიკელები ჯერ ისვრიან და შემდეგ უმიზნებენ“
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენითანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად საჯაროდ გამოჩნდა და ამერიკელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი მიგრანტების მიმართ მისი პოლიტიკის გამო გ...
1744820545
ახალი ამბებისაქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირები ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ
აფხაზეთიდან დროებითი დევნილი პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ....
1744817634
ახალი ამბებიკულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ კულტურის სა...