ლევან მაჭავარიანი: შენიღბული, ფარული დაფინანსება ჩვენს ქვეყანაში უნდა აიკრძალოს, ამით ვნერგავთ იმას, რომ ყველასთვის სამართლიანი თამაშის წესები იყოს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში არის ძალიან ბევრი მაგალითი, როდესაც შენიღბული დაფინანსება ხდება და ახლა ამის პრევენცია მოხდება.
მისი თქმით, საჭიროა კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად მოხდეს პარტიების დაფინანსება.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მაგალითი, როდესაც შენიღბული დაფინანსება ხდება. ამ შემთხვევაში, ამის პრევენციასაც მოვახდენთ. ამის ძალიან კარგი მაგალითია, წინასაარჩევნოდ რაღაც დემოკრატიის ფესტივალს ატარებდნენ, რომელიც პირდაპირ პარტიების დასაფინანსებლად იყო. ბოლოს უკვე „ფრი მიშას“ ბანერებიც გამოჩნდა. ეს დანიის ფულით ფინანსდებოდა და რა თქმა უნდა, ეს არის ირიბი, შენიღბული დაფინანსება.
იგივე იყო, როდესაც ჩვენი ქალბატონი დეპუტატები რეგიონებში დაჰყავდათ მდიდარ „ენჯეოებს“ და იქაც ატარებინებდნენ საარჩევნო კამპანიებს. რა თქმა უნდა, ეს არის შენიღბული, ფარული დაფინანსება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში უნდა აიკრძალოს.
ამით ვნერგავთ იმას, რომ იყოს სამართლიანი თამაშის წესები ყველასათვის. რაც კანონით არის გათვალისწინებული იმგვარად მოხდეს პარტიების დაფინანსება. ეს არის შემოწირულებები, სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება რიგი პარტიების და ყველამ ამის ფარგლებში და ამის ჩარჩოებში უნდა აწარმოოს პოლიტიკური მოღვაწეობა თავიანთი საარჩევნო კამპანიის“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.
1744828351
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, არჩევნები აჩვენებს, თუ სად დგას ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა
„მორიგი არჩევნები იქნება კიდევ ერთი მხილება იმისა, თუ რა მდგომარეობაშია რადიკალური ოპოზიცია, პირობას ვაძლევ ყველას, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში ჩვენ მოვიგებთ როგორც მერის არჩევნებს, ასევე საკრებულოს არ...
1744827515
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია დოიაშვილზე: როდესაც ხარ კონკრეტული პარტიის პოლიტიკური აქტივისტი და პარტიული მიზნების მიღწევაში ჩართული გყავს სახელმწიფო საბიუჯეტო კულტურის ორგანიზაცია და მისი რესურსები, ამას საერთო არაფერი აქვს აზრის და გამოხატვის თავისუფლებასთან
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია, კულტურის სამინისტროს მიერ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გა...
1744824969
მსოფლიობაიდენი სიტყვით გამოვიდა და ტრამპს „ეს ბიჭი“ უწოდა - „რესპუბლიკელები ჯერ ისვრიან და შემდეგ უმიზნებენ“
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენითანამდებობის დატოვების შემდეგ პირველად საჯაროდ გამოჩნდა და ამერიკელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი მიგრანტების მიმართ მისი პოლიტიკის გამო გ...
1744820545
ახალი ამბებისაქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველი აფხაზეთიდან დროებით დევნილი პირები ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ
აფხაზეთიდან დროებითი დევნილი პირები, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ და მოქალაქეობის მიღების სურვილი აქვთ, ქართულ ენაში, სამართლის საფუძვლებსა და საქართველოს ისტორიაში ცოდნის გაღრმავებას შეძლებენ....
1744817634
ახალი ამბებიკულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს კულტურის სამინისტრომ „ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის“ ხელმძღვანელის თანამდებობიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ კულტურის სა...