მაია ბითაძე: დეზინფორმაცია, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში არ უწყობს ხელს მშვიდობას ან დემოკრატიას ეუთოს რეგიონში, ჩვენ ვითხოვთ სუვერენიტეტის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემას

დეზინფორმაცია და საგარეო მანიპულაციები, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში არ უწყობს ხელს მშვიდობას ან დემოკრატიას ეუთოს რეგიონში. ჩვენ ვითხოვთ სუვერენიტეტის, მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაია ბითაძის თქმით, მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის.
„ჩემთვის პატივია, ვისაუბრო საქართველოს სახელით - ქვეყნისა, რომელსაც ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მისი 20 პროცენტი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება. იმ დროს, როდესაც ომი ცვლის ჩვენს რეგიონს - უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთამდე - საქართველო წარმოადგენს ზეწოლის ქვეშ მშვიდობის შენარჩუნების იშვიათ მაგალითს. ჩვენ არ ვართ თავისუფალნი საფრთხეებისგან, მაგრამ ჩვენ ავირჩიეთ სტაბილურობა ქაოსის ნაცვლად, ინსტიტუტები პოპულიზმის ნაცვლად და გრძელვადიანი ხედვა მოკლევადიანი პროვოკაციის ნაცვლად.
მშვიდობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის. სწორედ ამიტომ არის ეუთო მნიშვნელოვანი და მისი როლისთვის ძირის გამოთხრა - პოლიტიზირებული დაკვირვების ან შერჩევითი კრიტიკის გზით – არა მხოლოდ უსამართლოა საქართველოს მიმართ, არამედ ეს გამოწვევას უქმნის ჰელსინკის დასკვნითი აქტისა და კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპებს“, - აღნიშნა ბითაძემ.
მისივე თქმით, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის მიერ ძირითადად დადებითი შეფასების მიუხედავად, საქართველოში ახალი არჩევნებისკენ მოწოდება ძირს უთხრის თავად ეუთოს სანდოობას.
„ასეთი განცხადებები იმეორებს რადიკალური ოპოზიციური ძალების რიტორიკას, რომლებიც უარყოფილია ქართველი ხალხის მიერ და ქმნის ეუთოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლის პოლიტიზირების რისკს. მოგიწოდებთ, პატივი სცეთ ეუთოს მისიის დასკვნებს და თავი შეიკავოთ საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის შელახვისგან.
ბოლო დროს ჩვენ ვიხილეთ საქართველოს გაკრიტიკების მცდელობები იმ სტანდარტების გამოყენებისთვის, რომლებსაც თავად ბევრი დასავლური ქვეყანა იყენებს საკუთარი სუვერენიტეტისა და ინსტიტუტების დასაცავად. ის, რასაც კანადაში, შვედეთში ან დიდ ბრიტანეთში დანაშაულს უწოდებენ, არ შეიძლება გადაიქცეს პოლიტიკურ დევნად საქართველოში. ეს არ არის მხოლოდ ორმაგი სტანდარტები - ეს არის სუფთა ცინიზმი. ეს ძირს უთხრის საერთაშორისო სამართალს და ასუსტებს საზოგადოების ნდობას გლობალური პარტნიორობის მიმართ.
დეზინფორმაცია და საგარეო მანიპულაციები, ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში - მათ შორის ჩვენს დემოკრატიულ არჩევანში - არ უწყობს ხელს მშვიდობას ან დემოკრატიას ეუთოს რეგიონში. ეს საფრთხეს უქმნის ორივეს. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი სუვერენიტეტის, მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
1751559432
საზოგადოება„ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ორ პირს, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა“ - თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ თბილისში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან...
1751559395
ახალი ამბებიალექსიძის ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონში მერაბ ალექსიძის, ბერბუკისა და ტყვარჩელის ქუჩების რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 4 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, ნაწილობრივ შ...
1751556514
მსოფლიოოკუპირებულ ლუგანსკში ყოფილი ე.წ. მერი ააფეთქეს
უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ ლუგანსკში ყოფილი ე.წ. მერი, მანოლის პილავოვი ააფეთქეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, აფეთქება ლუგანსკში, ტარას შევჩენკოს ქუჩაზე შუადღეს მოხდა. შემ...
1751556442
მსოფლიოდღეს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარია დაგეგმილი
დღეს რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი არის დაგეგმილი. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ეს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ რიგით მეექვსე სატელეფონო საუბარი...
1751554078
ახალი ამბებირობერტო მონტელა საქართველოს შესახებ: მოვისმინე სიტყვები, რომლებსაც მასწავლებლები ურჩ მოსწავლეებს ეუბნებიან ხოლმე, ეუთოში მასწავლებლები და მოსწავლეები არ არიან, არ არიან ზნეობრივი და უზნეო ქვეყნები, ყველა წევრი ქვეყანა თანასწორია
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა რობერტო მონტელამ ასამბლეის ხუთდღიანი მუშაობა შეაჯამა. მან დელეგატებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და „პორტოს დეკლარაციის“ მიღების მნიშვნელობ...