მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოში გვაქვს ორი მნიშვნელოვანი პორტი, თუმცა დიდი გემებისთვის არ არის საკმარისი, ამიტომ დაიწყო ანაკლიის პროექტი, ამ პორტის დიდი ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაშია

„უპირველეს ყოვლისა, ხაზი უნდა გაესვას საქართველოს, როგორც განვითარებადი ქვეყნის და ამავე დროს, როგორც „შუა დერეფნის“ მონაწილე მნიშვნელოვანი მოთამაშის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს დაკავშირებადობის პროექტებში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ინდოეთში, პანელურ დისკუსიაზე „ხედვა კავკასიიდან“ განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს აქვს გარკვეული შესაძლებლობები აღნიშნულის განსახორციელებლად, თუმცა კიდევ მეტია გასაკეთებელი.
მინისტრის განცხადებით, საქართველო დიდ ინვესტიციას ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დაკავშირებადობის პროექტები და სწორედ ასეთი შემთხვევაა ანაკლიის პორტი.
„ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი პორტი საქართველოში – ფოთისა და ბათუმის, ორივე მუშაობს, თუმცა დიდი გემებისთვის ეს არ არის საკმარისი. საკმარისი არ არის რესურსების სრული ათვისებისთვის, ამიტომაც დაიწყო ანაკლიის პროექტი. არ დავაკავშირებდი მას გეოპოლიტიკასთან, ეს უფრო უკავშირდება ეკონომიკურ თანამშრომლობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა ინვესტიციებისთვის, ჩვენ ძალიან ღია ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის. მხოლოდ ჩინური კომპანია არ მუშაობს ანაკლიის პორტზე, ბელგიური კომპანიაც ასრულებს სამუშაოს ნაწილს. ამ პორტის დიდი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაშია“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
1742497047
სპორტისაქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი 3:0 გაანადგურა
უეფას ერთა ლიგის პლეიოფში საქართველოს ნაკრებმა სომხეთის ეროვნული გუნდი სტუმრად 3:0 გაანადგურა. პირველი გოლი გაიტანა გიორგი ქოჩორაშვილმა, შემდეგ კი "ჯვაროსნების" მხრიდან დუბლი გიორგი მიქაუტაძემ გაიფორ...
1742491947
მსოფლიოთეთრი სახლი: ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელს, რომელმაც ღაზაში ბრძოლა განაახლა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სრულად უჭერს მხარს ისრაელის მიერ ღაზას სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაციების განახლებას, რამაც ფაქტობრივად დაასრულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ჰამასთან“.ამის შე...
1742489671
საზოგადოებაირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-საქართველოს მატჩს დაესწრებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანშია. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები საქართველო-სომხეთის მატჩს დაესწრებიან. ეროვნული ნაკრები 21:00 საათზე ერთა ლიგის B დივიზ...
1742488066
სპორტისომხეთთან მატჩისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ერევანში სომხეთის ეროვნულ გუნდთან ჩაატარებს. ვილი სანიოლმა მატჩისთვის საქართველოს ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: გიორგ...
1742485211
მსოფლიოზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს ინფორმაციას, რომ თავის ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან საუბრისას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკუთრების გადაცემის საკითხი განიხილა. როგორც ზ...