მამა, რომელმაც 14 წლის შვილზე ფიზიკურად მას შემდეგ იძალადა, რაც გაიგო, რომ გოგონას უფროს მამაკაცთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ოჯახში ძალადობის მუხლით დაკავებული მამა მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ სხდომა დაზარალებული არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე პროკურორის შუამდგომლობით დახურა.
გამოძიების ვერსიით, მამამ არასრულწლოვან შვილზე ფიზიკურად მას შემდეგ იძალადა, რაც გაიგო, რომ გოგონას უფროს მამაკაცთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არასრულწლოვნის მამა ბრალს არ აღიარებს. სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ მამაკაცს, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინა არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების მუხლით.
დაზარალებულად უკვე სცნეს არასრუწლოვანი, რომელთანაც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფსიქოლოგები მუშაობენ. სააგენტოს ინფორმაციით, არასრულწლოვანი, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით განთავსდა სახელმწიფო ალტერნატიული ზრუნვის ერთ-ერთ ფორმაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება , ოჯახში ძალადობის, და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მუხლით მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რა მიზეზით იგეგმება 1 დეკემბერს, გერმანიიდან ქართველების მასობრივი დეპორტაცია?
🔵რა გელოდება დღეს? - 24 ნოემბრის ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
1750437302
მსოფლიოპუტინი: „ჭუჭყიანი ბომბის“ გამოყენება უკრაინის უკანასკნელი შეცდომა იქნებოდა
უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ „ჭუჭყიანი ბომბის“ გამოყენება კიევის რეჟიმის უკანასკნელი შეცდომა იქნებოდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური...
1750433859
ახალი ამბებიპარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ
პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს შეხვდნენ. ბათუმში გამართულ შეხვედრას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარ...
1750431389
საზოგადოებაპროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტაილანდის და...
1750428952
საზოგადოებარატი იონათამიშვილი: ის რეალობა, რაც ევროპულ სტრუქტურებში შეიქმნა, პირველ რიგში შემაშფოთებელია თვითონ ევროპისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის - ორმაგი სტანდარტი ევროპული სტრუქტურების სავიზიტო ბარათად იქცა
ის რეალობა, რაც ევროპულ სტრუქტურებში შეიქმნა, პირველ რიგში შემაშფოთებელია თვითონ ევროპისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თ...
1750427729
სპორტისაქართველოს ძიუდოს ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და ფინალშია
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია. ჩვენმა გუნდმა 1/2-ფინალში 4:2 დაამარცხა იაპონიის ძლიერი გუნდი. ანგარიშზე 3:2 გადამწყვეტი ბრძოლა ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ჩ...