ზურიკო დავითაშვილი: ამჟამად ჩემი მომავალი ტრანსფერი მეორეხარისხოვანია, ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა შეგვიძლია

ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში „რეიმსთან“ გადამწყვეტ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „სენტ-ეტიენისა“ და საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა. „სენტ-ეტიენს“ ლიგა 2-ში გავარდნა ემუქრება და, შესაძლოა, „რეიმსთან“ წარუმატებლობის შემთხვევაში, ოფიციალურად გავარდეს.

ზურიკო დავითაშვილს „რეიმსთან“ გადამწყვეტი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ლიგიდან გავარდნის შემთხვევაში მის მომავალზე ჰკითხეს:

„ჩემს მომავალზე ამჟამად არ ვფიქრობ. „სენტ-ეტიენის“ ფეხბურთელი ვარ და ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო ლიგა 1-ში დასარჩენად. ერთადერთი, რაზედაც ვფიქრობ, მომავალი მატჩებია, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ვფიქრობ, ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნება შეგვიძლია“, – განაცხადა ქართველმა ლეგიონერმა.

ზურიკო დავითაშვილი გუნდს გასულ ზაფხულს „ბორდოდან“ შეუერთდა. ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 32 მატჩში, 9 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

დავითაშვილს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს, Transfermarkt-ის მიხედვით, მისი სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევროა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795348594

ახალი ამბები

გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ევროპის, ევრაზიის, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მდივნის თანაშემწის მოადგ...

გენადი არველაძე

1795345991

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია სუროგაციის აკრძალვაზე: სახელმწიფო ყველაფერს ვიზამთ, რომ როდესაც დედობას და მშობლობის უფლებას ეხება საქმე, ჩვენს მოქალაქეებს მხარდაჭერა გამოვუცხადოთ - 98% არ არის საქართველოს მოქალაქე, ვინც სარგებლობს ჩვენს ქვეყანაში ამ სერვისით

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, როდესაც რისკებზე ვსაუბრობთ, როგორც მიმდინარე რისკებზე, ასევე სამომავლო რისკებზე, როდესაც ფაქტებზეა საუბარი, ფაქტებიც ვიცით, ზოგი ფაქტია ისეთი, რომელიც შეიძლება ითქვას, ზოგ...

ირაკლი კირცხალია

1795344967

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ამორალურია თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამორალურია ის საქციელი და თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს“, - ასე გამოეხმაურა საპ...

ირაკლი კირცხალია

1795343201

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მთელი გუნდის სახლით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს და გადარჩენილებს მალე გამოჯანმრთელებასა და მხნეობას ვუსურვებ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს, გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს მა...

ირაკლი კირცხალია

1795342409

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ

„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ, აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიციირდება“,...

ირაკლი კირცხალია