მამუკა მდინარაძე: როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს „ნაცმოძრაობის“ მთლიანი შემადგენლობა და ყველაფერს თავისი ობიექტური სახელი დაერქვას
„ეს არის საზოგადოების დაკვეთა და სახელის დარქმევის აუცილებლობა. როგორც ფაშისტური რეჟიმი გასამართლდა ნიურნბერგის პროცესზე, ასე უნდა გასამართლდეს ნაცმოძრაობის მთლიანი შემადგენლობა და ყველაფერს თავისი ობიექტური სახელი დაერქვას“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის სისასტიკე მას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი. მამუკა მდინარაძის განცხადებით, უამრავი ადამიანია, ვინც სისხლიანი რეჟიმის ქმედებებზე სამართლებრივი სახელის დარქმევას ელის.
მამუკა მდინარაძეს მედიის წარმომადგენლებმა კომისიის დაკომპლექტებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვა.
„კომისიაში იმუშავებენ პარლამენტის წევრები, შეიძლება მოწვეული იყვნენ სპეციალისტებიც. კონკრეტულად, დღეს ცოტა გამიჭირდება საუბარია იმიტომ, რომ ჩვენ „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები გამოგვეყვნენ, მათ თქვეს, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აქვთ წინააღმდეგობა. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის სხვა წევრები არ ინებებენ შემოსვლას, მაშინ ფორმალური და რეალური მხარე დაკმაყოფილებული იქნება და დაკომპლექტდება ისე როგორც არის არსებული კონფიგურაციით. თუ სხვები შემოვლენ, მაგალითად „ხალხის ძალას“ ექნება ერთი კვოტა და სხვა ოპოზიციურ წარმომადგენლებს სხვა კვოტები. თუ არა და მაშინ ხალხის ძალა აითვისებს იმ კვოტებს. დაკომპლექტდება ისე, რომ უმრავლესობის ნახევარი იყოს ოპოზიციის. რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოების ჩართულობა იქნება ამაში მაქსიმალური. იმიტომ, რომ ყველა დეტალს თვალყურს მიადევნებს საზოგადოება პირდაპირ ეთერში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
1794733725
მსოფლიოჯო ბაიდენი: ზელენსკი კერძო საუბრებში ცვალებადი გუნების და ჯიუტი იყო, იმდენად მადლიერი არ ჩანდა, პუტინს შეხვედრებზე სკამზე გადაწოლა უყვარდა და თინეიჯერივით ვითომ გულგრილობას ინარჩუნებდა
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავის მემუარებში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი „ჯიუტს“ და „არასაკმარისად მადლიერს“ უწოდებს. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს. ზელენსკი კერძო საუბრ...
1794727872
ახალი ამბები„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ხვალ, 16 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ჭავჭავაძისა და არსენას ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების ახლადმოწყობილ ქსელზე ბოლო ეტ...
1794727540
ახალი ამბებისამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ს...
1794725695
ახალი ამბებისამეგრელოს პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზია...
1794723411
ახალი ამბებიზურაბ გირჩი ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ნარკოტიკის გამყიდველი უნდა იჯდეს ციხეში, რადგან, არ მგონია, რომ ის დამნაშავეა, ჩემი აზრით, სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ეს
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ნარკოტიკების გამყიდველი ციხეში არ უნდა იჯდეს. ამის შესახებ მან YOUTUBE- გადაცემა „სიტყვის ფასში“ რუსუდან ჯაბანიშვილთან ინტერვიუში განაცხადა. „მე არ მჯერა, რომ ნარკოტ...































