მარიამ ლაშხმა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მარიამ ლაშხმა 10-12 მარტს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის (CSW) 69-ე სესიასა და საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრაში.
საპარლამენტთაშორისო კავშირის შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენდა: “პარლამენტები და პეკინის დეკლარაცია 30 წლის შემდეგ: წინააღმდეგობის დაძლევა და არსებული პარადიგმების გამოყენება გენდერული თანასწორობის სასარგებლოდ”.
დეპუტატმა დელეგატებს სიტყვით მიმართა და საქართველოში ქალების გაძლიერების მნიშვნელობაზე, ასევე პეკინის დეკლარაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებების შესრულების პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
„საქართველოს აქვს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სახელოვანი მემკვიდრეობა, რომელიც 1918 წლიდან იწყება, როდესაც ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც ქალები პარლამენტის წევრებად აირჩიეს. ეს პროგრესული ტრადიცია ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილია, თუმცა მის შენარჩუნებაში ბევრი გამოწვევა გვქონდა. საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის განხორციელებაში, განსაკუთრებით განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით და გოგონებისა და ქალების ჩართულობის გაზრდაში STEAM-ის სფეროებში. მიზნობრივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და საჯარო-კერძო პარტნიორობის მეშვეობით, ჩვენ ვხედავთ ქალების შთამბეჭდავ ზრდას, რომლებიც ტექნოლოგიების სექტორებში კარიერას ირჩევენ", - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
თავის გამოსვლაში დეპუტატმა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) წევრებს მოუწოდა, ერთობლივი მუშაობისკენ, რომელიც მიმართული იქნება ქალთა უფლებების გაძლიერებისაკენ.
„მოდით, გავაერთიანოთ ძალები ისეთი კანონმდებლობის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს ქალთა სრულ მონაწილეობას საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და შევქმნათ მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოებები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
1741792844
საზოგადოებააჭარის ხელოვნების მუზეუმი იოსებ ჯორბენაძის პერსონალურ გამოფენას „ქუჩის ხელოვნების აკადემიას“ მასპინძლობს
ხელოვანის მიერ გამოფენილ ნამუშევრებში გადმოცემულია ის განწყობა, რაც ბოლო წლებია ბათუმის ქუჩების სავიზიტო ბარათად იქცა. გამოფენა დამთვალიერებლებისთვის ერთი კვირის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი. ი...
1741792675
სპორტი„ორთაბრძოლებს არ უშინდებოდა, ერთ ეპიზოდში საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა“ - ფრანგული გამოცემების გამოხმაურება ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლივერპული“ თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი ძირითად...
1741792583
მსოფლიოზელენსკი: უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება. „ომის დასრულების შემდეგ საომარი მდგომარეობა მოიხსნება...
1741791084
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სამი წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ გლობალური ომის პარტიაზე ვსაუბრობდით, „ნაცმოძრაობა“ ქილიკით გვპასუხობდა, თუმცა ორი კვირის წინ მათ „დიფ სთეითის“ არსებობა აღიარეს
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ X-ზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღიარებს, რომ „დიფ სთეითი“ ნამდვილად არსებობს, თუმცა სამი წლის განმავლობაში, სანამ მმართველი პარტია ამაზე საუბრობდა, რადიკალურ...
1741790317
საზოგადოებაორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 5 ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეთა კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლ...