მარიამ ქვრივიშვილი - ჩვენი ქვეყნისთვის დიდი აღიარებაა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოხვდა ევროპის წამყვანი აეროპორტების ხუთეულში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველოს ავიაციის ინდუსტრია ძალიან მზარდია, აქტიურად ვითარდება და ეს მნიშვნელოვანი საფუძველია, მათ შორის, იმ აღიარებისთვის, რომლის მიხედვით, ქვეყნის მთავარი აეროპორტი ხუთ მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის ხუთი საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი აღიარებაა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოხვდა ევროპის წამყვანი აეროპორტების ხუთეულში. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ის, რომ ჩვენი ქვეყნის ავიაციის ინდუსტრია მზარდია, ვითარდება და მიმდინარე წელს გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე როგორც ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის, ისე პირდაპირი რეისების დამატების კუთხით“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში ოპერირებას იწყებენ ისეთი ახალი ავიაკომპანიები, როგორებიცაა „ბრიტიშ ეარვეისი“, „იზიჯეტი, “ „ავსტრიის ავიახაზები“, ასევე „ტრანსავია“, რომელიც დამატებით იფრენს საფრანგეთის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ამავდროულად საავიაციო ინდუსტრიას დაემატება ახალი პირდაპირი ფრენები, მათ შორის, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიასთან.

„ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს მგზავრთნაკადის, ტურისტული ნაკადების ზრდას, ჩვენი სექტორების მდგრად და დივერსიფიცირებულ განვითარებას. საქართველოს მთავრობა განაგრძობს ყველა იმ ღონისძიების, აქტივობისა თუ პროექტის განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და უშუალოდ როგორც საავიაციო, ისე ტურისტული სექტორების კიდევ უფრო განვითარებას“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ხუთ მილიონამდე მგზავრთნაკადის მქონე ევროპის ხუთ საუკეთესო აეროპორტს შორის დაასახელა. ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტი 9 აპრილს, სევილიაში საავიაციო ფორუმ Routes Europe 2025-ის ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდება. აქვე დასახელდება ევროპის წლის საუკეთესო ავიაკომპანია და ტურისტული მიმართულება.

2024 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და გასულ წელთან შედარებით მგზავრთნაკადი 29%-ით გაიზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წინასწარი პროგნოზით, ახალი ავიაკომპანიებისა და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების ზრდის გათვალისწინებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 4%-ით მოიმატებს და ხუთ მილიონამდე გაიზრდება.

თბილისის აეროპორტთან ერთად, ხუთ საუკეთესო ნომინანტთა შორის მოხვდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ისეთი ქალაქების აეროპორტები, როგორებიცაა: ბრემენი, კორფუ, ლონდონი (Southend Airport) და ვილნიუსი.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1741810419

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში

„დიფ სთეითი“ ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-...

ირაკლი კობახიძე

1741808670

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: უკრაინაში მიმდინარე ომი არის მთავარი, რამაც დატვირთა საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთოს ეს ურთიერთობები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობის დატვირთვის მთავარი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომია და ამ ომის დასრულებამ უნდა გადატვირთო...

შალვა პაპუაშვილი

1741808637

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა, მით უფრო მალე გაჯანსაღდება ვითარება ჩვენს გარშემო და ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე

როცა საუბარია deep state-ზე, იგივე “გლობალურ ომის პარტიაზე”, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის ძალიან ძლიერი ძალა და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, - განაცხადა საქ...

ირაკლი კობახიძე

1741808601

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველანაირი მოვლენის განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა

ჩვენ ყველანაირი მოვლენების განვითარებისთვის უნდა ვიყოთ მზად, ისეთი რთული პროცესები გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში, რომ ვფიქრობ, ამის იქით ვერავინ მოგვერევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მ...

ირაკლი კობახიძე

1741808565

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი „დიფ სთეითზე“: სჭირდებათ, რომ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება ჰყავდეთ - მოწმენდილ ცაზე შეუძლიათ ააყირაონ ნებისმიერი არჩევნები, ნებისმიერი ქვეყანა, თუკი ჩაიგდებენ ხელში სასამართლო ხელისუფლებას

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „დიფ სთეითს" საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება სურს. საკითხზე მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, გარკვეულ ძალებს სჭირდებათ ჰყა...

შალვა პაპუაშვილი