მეც და შენც ისეთ ასაკში ვართ, რომ სისულელეებზე კომენტარს თავი უნდა დავანებოთ უკვე - გუბაზ სანიკიძე ინგა გრიგოლიას

მეც და შენც ისეთ ასაკში ვართ, რომ სისულელეებზე კომენტარს თავი უნდა დავანებოთ უკვე _ ასე მიმართა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” წამყვანს ინგა გრიგოლიას, როდესაც მან ირაკლი კობაიძის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება შესთავაზა.

“ვითვალისწინებ რა, ჩვენ ხანგრძლივ მეგობრობას, გავაკეთებ კომენტარს კობახიძის განცხადებაზე, თორემ როგორც წესი არ ვაკეთებ ხოლმე.მეც და შენც ისეთ ასაკში ვართ, რომ სისულეებზე კომენტარს თავი უნდა დავანებით უკვე, მაგრამ შენი ხათრით გავაკეთებ. ამ განცხადებიდან რა ჩანს? რომ ქართველები არიან რუსები და აფხაზები არიან უკრაინელები? _ ასე გამოვიდა. გაოგნებული ვარ, თუ რამე გამიკვირდება, საერთოდ აღარ მგონია, მაგრამ განკვირვებული ვარ, პლებისციტი ომის დაწყებაზე. იმედი მაქვს სარკაზმია, მაგრამ იუმორთან ამას არაფერი საერთო არ აქვს, როცა ომზეა ლაპარაკი. ომზე არ ხუმრობენ ხოლმე კობახიძე არაფერს წყვეტს, რასაც ჩასძახებენ, იმას ამოსძახებს”, _ განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გადაცემა “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა: “როდესაც საუბარი იყო პლებისციტზე, ამის უკან იდგა ის, რომ საზოგადოებას არ უნდა ომი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, შესაძლო შედეგებისა და იმის გათვალისწინებით, რომ 30 წლის წინანდელის გამეორება არ გვინდა. ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. როდესაც საუბარია დეოკუპაციაზე, აქ ღირებულებებიც მნიშვნელოვანია, ერთ-ერთი ფასეულობა კი, ჩვენთვის უნდა იყოს იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელიც ხელოვნურად ჩაჭრეს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის. ამას უნდა გავუფრთხილდეთ და აქედან გამომდინარე, არ უნდა დავუშვათ არავითარი ომი, სადაც კიდევ ერთხელ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იარაღით ხელში ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები. როდესაც ჩვენ ღირებულებით ჭრილში შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს“.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რა გელოდება დღეს? - 16 აგვისტოს ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

🔵"საბერძნეთში, კუნძულ მიკონოსზე, ორთოდოქსულ ეკლესიაშიც კი „თავისუფალი სტილია“ დაშვებული - როგორ ფიქრობთ, რელიგიური დრეს-კოდის დაცვა აუცილებელია?"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793520579

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...

ნარკოტიკი ნარკოტიკი

1793518136

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ

ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...

შალვა პაპუაშვილი

1793515656

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...

დაკავება და ბორკილები

1793513051

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...

ამინდი ამინდი

1793479650

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ

ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...

ირაკლი კირცხალია