მეუფე შიო: ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა, შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს

„ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას, რომელიც აქაც გადაგვარჩენს და შეგვიყვანს ცათა სასუფევლის მარადიულ ნათელში“, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნათლისღების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადსამღვდელონო მეუფენო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ნათლისღების დიდებულ დღესასწაულს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

„განეცხადე დღეს ყოველსა სოფელსა და ნათელი შენი, უფალო, აწ მოისახა ჩვენ ზედა“, - ასეთ სიტყვებს გალობს წმინდა ეკლესია დღევანდელი დღესასწაულის კონდაკში. ამ დღეს ეწოდება ასევე ღვთის განცხადება.

უფალი იესო ქრისტე მიდის მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემელთან, რომელიც იქ მონანულ ცოდვილებს ნათლავდა წყლით. მაცხოვარს ცოდვები არ ჰქონია, მაგრამ როგორც თავად გვამცნობს, ის მიდის იოანესთან, რათა „აღასრულოს ყოველი სიმართლე“. თავდაპირველად ნათლისმცემელი თითქოს შეაჩერებს მას და ეტყვის: „მე მმართებს, ნათელი მივიღო შენგან და შენ ჩემთან მოდიხარ?“ (მათე 3, 13-15), მაგრამ შემდეგ დაუთმობს უფალს და განსაკუთრებული მნიშვნელობის სიტყვებს წარმოთქვამს: „აჰა, ტარიგი ღვთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს“ (იოანე 1, 29).

რას ნიშნავს იოანე ნათლისმცემლის ეს სიტყვები, რომლებითაც ის მიეგება მაცხოვარს? ეს ნიშნავს, რომ მესია, მხსნელი სოფლისა, რომლის მოლოდინზეც ამდენი იყო ნათქვამი ბიბლიაში, დღეს მოევლინა ქვეყნიერებას და განაცხადა თავისი თავი მდინარე იორდანეზე.

როდესაც იოანემ მონათლა იესო, მაშინ „ცანი გაიხსნა, - როგორც მოგვითხრობს სახარება, - და ზეციდან გაისმა თვით მამა ღმერთის ხმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც სათნოა ჩემთვის“; და სულიწმიდა გამოჩნდა მტრედის სახით გარდამომავალი იესო ქრისტეზე (მათე 3, 16-17).

აი, ასე მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, მაცხოვრის ნათლისღება მდინარე იორდანეზე და ყოვლადწმინდა სამების განცხადება.

„სამებისა თაყვანისცემა გამოჩნდა“, - ნათქვამია დღევანდელი დღის ტროპარში. ამიტომაც ბრძანა უფალმა იესო ქრისტემ, რომ ყველა ადამიანი, ვინც ინათლება, ვისაც სწამს სამგვამოვანი ერთი ღმერთი, უნდა მოინათლოს სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ეს ჭეშმარიტი ნათლობა, ჭეშმარიტი ნათლისღება ყოვლადწმინდა სამების სახელით, რომელიც შემდგომ უნდა ექადაგათ მოციქულებს, - როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - მაცხოვარმა დაადგინა სწორედ ამ დღეს, როდესაც მიიღო ნათლისღება მდინარე იორდანეზე იოანე ნათლისმცემლისგან.

ამ დღეს ეწოდება ღვთის განცხადება ასევე იმიტომ, რომ უფალი იესო ქრისტე ცნობილი გახდა ხალხისთვის არა მაშინ, როდესაც იგი იშვა, არამედ როცა იგი მოინათლა მდინარე იორდანეზე; ნათლისღებამდე იგი უცნობი იყო ხალხისთვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ნათლისღებას. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

ნათლისღების მადლს მოაქვს თვით ყოვლადწმინდა სამების მარადისმყოფი ნათელი და ძალა. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები ამ საღვთო სინათლეს და ძალას, რომელიც აქაც გადაგვარჩენს და შეგვიყვანს ცათა სასუფევლის მარადიულ ნათელში. ამინ!“ - აცხადებს მეუფე შიო.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1737283128

ახალი ამბები

„გილოცავთ, ძვირფასო დებო და ძმებო, ნათლისღებას, შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები საღვთო სინათლეს“ - მეუფე შიო

გილოცავთ ძვირფასო დებო და ძმებო ნათლისღებას. შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ფართოდ გავუხსნათ ჩვენი გულები საღვთო სინათლეს, - ამ სიტყვებით მიმართა სამების ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებული ქად...

მეუფე შიო

1737280384

საზოგადოება

ილია თოფურია მახაჩევს: თუ მოვინდომე, დაგასრულებ

მახაჩევმა, რომელმაც 19 იანვარს ტიტული დაასრულა, ილია თოფურია ბრძოლაში გამოიწვია. თოფურიამ მახაჩევს სოციალურ ქსელში უპასუხა. „ისლამ(მიმართავს ისლამ მახაჩევს), თუ მოვინდომე, დაგასრულებ. თუ მოვინდომე, ნო...

ილია თოფურია მახაჩევს

1737278676

მსოფლიო

„ჰამასმა“ გაასაჯაროვა სამი მძევლის ვინაობა, რომლებიც პირველები გათავისუფლდებიან

„ჰამასმა“ ტელეგრამზე გავრცელებულ ინფoრმაციაში გაასაჯაროვა სამი მძევალი ქალის ვინაობა, რომლებიც, მათი თქმით, პირველები გათავისუფლდებიან ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებშ...

სამი მძევლის ვინაობა

1737275614

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი: პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია

„პროკურატურის შუალედურმა დასკვნამ ცხადყო, რომ არანაირ მანიპულაციას თუ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია“, - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ დ...

გიორგი კალანდარიშვილი

1737273783

მსოფლიო

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აზერბაიჯანში „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის 22 წლის მოქალაქე მიმდინარე წლის 2-დან 1...

მაიმუნის ყვავილი