პრემიერი: გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა, ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, გეკისრება თმენის ვალდებულება
ხშირად საუბრობენ პოლიტიკოსებთან მიმართებით თმენის ვალდებულებაზე, არ ვიცი ეს როგორ არის პოლიტიკოსებთან მიმართებით, ჩემი შეხედულება მაქვს ამაზე, მაგრამ როცა ხარ ნაცი და როცა ხარ ჯაშუში, იქ ნამდვილად გაქვს შენ თმენის ვალდებულება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, გახარიამ წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც უპასუხოდ არ დარჩა.
„როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება,“- განაცხადა პრემიერმა.
1795118417
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: პირდაპირ ხდება მითითება სასამართლოზე, ეს არის სრულიად მიუღებელი და იმ ფასეულობებს ეწინააღმდეგება, რომელთაც, წესით და რიგით, უნდა ეფუძნებოდნენ ევროპული სტრუქტურები
„როდესაც ასე ღიად ხდება სასამართლოზე ზემოქმედება, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა, ნებისმიერი სამართლებრივი პროცესის პოლიტიკური განცხადებებით პოლიტიზება, ეს სრულად აცდენილია იმ ევროპულ სტანდარტს, რომე...
1795117449
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული მოქალაქეები არიან მოთავსებული.მინისტრმა დაშავებ...
1795117191
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: დღეს ვერავინ იტყვის როდის და როგორ შეიძლება მოხდეს ევროკავშირის გაფართოება, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე
„ძალიან ბევრი წელია გვესმის [ევროკავშირის] გაფართოების შესახებ საუბარი, თუმცა პრაქტიკული ნაბიჯები ამ დრომდე არ გვინახავს“, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live“ ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინი...
1795116541
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ
„უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს ფონიჭალაში, მინდა მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილ...
1795114880
ახალი ამბებითემურ მღებრიშვილი: მიმდინარეობს ერთი მცირეწლოვანი ბავშვის საძიებო სამუშაოები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის ფონიჭალაში აფეთქების ადგილზე მიმდინარეობს ერთი მცირეწლოვანი ბავშვის საძიებო სამუშაოები. „ამ დროისთვის ნანგ...































