მეუფე შიო: სიყვარული მარადიულია, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში, ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, არავინ სხვამ არასდროს არ გამოავლინა ასეთი სიყვარული

 „...სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში, იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში. ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, არავინ სხვამ არასდროს არ გამოავლინა ასეთი სიყვარული...“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სულთმოფენობიდან ოცდამეცხრე, ქრისტესშობის შემდგომ კვირას ქადაგებისას განაცხადა.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. ჯერ კიდევ გრძელდება ის დღეები, ის პერიოდი, რომელსაც საეკლესიო ტიპიკონი ქრისტესშობის შემდგომი დღესასწაულის პერიოდს უწოდებს. ორი ათას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე თავისი სწავლება, მადლი და ძალა.

 

რატომ ხდება, რომ ცხოვრებაში ჯერ კიდევ არის ამდენი ტანჯვა და უბედურება? იმიტომ ხომ არა, რომ მისი სწავლებიდან ჩვენ არ ვიღებთ მთავარს და ყველაზე მნიშვნელოვანს? და იმ საღვთო სიყვარულიდან, რომელიც მან მოიტანა და ჩვენკენ არის მომართული, ჩვენ ვიღებთ ძალიან მცირეს, არ ვეძებთ მას, ნაკლებად ვეძებთ მას და ნაკლებად გვაქვს მისი იმედი, არამედ უფრო იმედს ვამყარებთ ჩვენს ადამიანურ ძალებზე, ამიტომაც ვიტანჯებით.

მაგრამ ყოველთვის იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ძალიან კარგად ესმოდა, რა მოიტანა ამქვეყნად განკაცებულმა ღმერთმა. გავიხსენოთ თუნდაც აღმოსავლეთიდან მოსული ბრძენი მოგვები. რა მიართვეს მათ უფალს ძღვნად: - ოქრო, გუნდრუკი და მური. ეს არის ყველაზე ძვირფასი და საუკეთესო, რაც კი შეიძლება ადამიანმა ღმერთს მიუტანოს.

ოქრო მოიპოვება მძიმე შრომით მიწიდან, რომ შემდეგ გამოიდნოს და გაბრწყინდეს მთელი თავისი დიდებითა და სისუფთავით. ეს ოქრო ყოველი ადამიანის სულშია, ეს არის ადამიანის შემოქმედებითი ძალების სწრაფვა და აქტივობა, რომელიც მოიპოვება მძიმე შრომითა და ღვაწლით. ეს შემოქმედებითი აქტივობა და სწრაფვა ფერს უცვლის სამყაროს, ადამიანს, განანათლებს მას თავისი უჭკნობი სულიერი მშვენიერებით. აი, რისი სიმბოლოა ოქრო.

მოგვებმა მიიტანეს ასევე გუნდრუკი. ეს არის სურნელოვანი საკმეველი, რომელიც ყოველთვის სიმაღლისკენ მიისწრაფვის. სიმაღლისკენ სწრაფვაც არის ყოველი ადამიანის სულში, რომ ამაღლდეს, რომ გახდეს ბევრად უკეთესი, ვიდრე ახლა არის. მაშასადამე, გუნდრუკი არის სიმბოლო სიმაღლისაკენ სწრაფვისა და ზეციური სამყაროს ძიებისა.

მოგვებმა ასევე მიიტანეს უფალთან მური. ეს არის ნივთიერება, რომლისგანაც მზადდებოდა სურნელოვანი ნელსაცხებელი. ძველად ხალხში იყო ასეთი ჩვეულება, რომ სურნელოვან ზეთს ან ნელსაცხებელს სცხებდნენ არა მხოლოდ მიცვალებულებს, არამედ ცოცხლებსაც და ამით გამოხატავდნენ სიყვარულს მათ მიმართ. ჩვენც გვაქვს ასეთი წესი, რომ მიცვალებულის წესის აგების დროს ვიყენებთ სურნელოვან ზეთს, ასევე საფლავზე მიგვაქვს ზეთი, რითაც გამოვხატავთ სიყვარულს. აი, ეს სიყვარული არის საღვთო სიყვარულის ანარეკლი ადამიანში, რომელიც ჩვენში ჩადო ღმერთმა, როცა ქმნიდა ადამიანს. ეს სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში, იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში. ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, არავინ სხვამ არასდროს არ გამოავლინა ასეთი სიყვარული. აი, რისი სიმბოლოა მური.

როგორც გითხარით, ძვირფასო ძმებო და დებო, ჯერ კიდევ არ მომხდარა ქრისტესშობის დიდებული დღესასწაულის წარგზავნა. ჩვენ ჯერ კიდევ გვინათებს ბეთლემის ვარსკვლავი, ჯერ კიდევ ვდგავართ იმ ბაგასთან, სადაც იშვა ჩვილი, შემოქმედი სამყაროსი; ნუ ვიქნებით დამწუხრებულნი, სასოს ნუ წარვიკვეთთ იმის გამო, რომ ვდგავართ ხელცარიელი, იმიტომ რომ, როგორც გითხარით, ყველა ადამიანს შეუძლია უფალს მიართვას ის ძღვენი, რომელიც მიიტანეს იმჟამინდელმა ბრძენმა მოგვებმა, რადგან ეს ყველაფერი არის ჩვენში; მაგრამ ეს ყველაფერი, ეს ყველა თვისება, რისი სიმბოლოც არის ოქრო, გუნდრუკი და მური, ჩვენში უნდა გაიხსნას მუდმივი შრომით, მუდმივი ძალისხმევით, ცხოვრების გამოსწორებით და იმ მადლისა და ძალის შეწევნით, რომელსაც გვაძლევს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, შეგვეწიოს წმინდა მეფე დავითი, ფსალმუნთა მთქმელი, წმინდა მოციქული იაკობი, ძმა უფლისა, და მართალი იოსებ დამწინდველი, რომელთა ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ. მათი ლოცვით, უფალმა ინებოს, რომ მოწყალებით მიიღოს ჩვენი ძღვენი და ბაგასთან მდგომ თავის დედას და ჩვენს საერთო დედას, ღვთისმშობელს, მიუთითოს ყოველ ჩვენგანზე, როგორც თავის ძმებსა და დებზე, „რამეთუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი“. ამინ!“, - იქადაგა მეუფე შიომ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1736699592

მსოფლიო

კალასი: ევროკავშირი სირიისთვის სანქციების მოხსნას იანვრის ბოლოს განიხილავს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იანვრის ბოლოს ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა სირიი...

მსოფლიო

1736695909

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ხოშტარიას პოლიციელთან დაპირისპირებაზე: რამდენიმე წამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური

ამ რამდენიმე წამიანმა დიალოგმა, ალბათ, ყველაზე კარგად აჩვენა, სად არის მონობა და სად - ქვეყნის სამსახური. სინამდვილეში ხომ ეს არის, რაზეც ჩვენ და ეს მარგინალები ვერ ვთანხმდებით, - ასე ეხმიანება საქართ...

პოლიტიკოსები

1736690846

მსოფლიო

სერბეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შეუჩერდა

 სერბეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შეუჩერდა. ამის თაობაზე სერბეთის პრეზიდენტმა ოფიციალური ბაქოსგან მიღებული შეტყობინების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ უცნობია, როდის განახლდება გაზმომარაგება. პრ...

სერბეთს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება შეუჩერდა

1736688376

ახალი ამბები

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 14 იანვრიდან ამინდი გაუარესდება

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოში 14 იანვრიდან ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია ტემპერატურის კლება, ქარი და წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი ნალექი. „მო...

იტალია

1736684174

მსოფლიო

სლოვაკეთის პრეზიდენტი, გაზის საკითხის გამო, უკრაინაში დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს

სლოვაკეთის პრეზიდენტმა პეტერ პელეგრინიმ, რუსეთიდან უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შეჩერების გამო, კიევში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ მან ადგილობრივი ტელეარხის STVR-ის ეთერში ისაუბრა, იუწყე...

სლოვაკეთის პრეზ