მიხეილ სააკაშვილის გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი აქტიური კაცის გამოხედვა - ვალერი გელბახიანი
მიხეილ სააკაშვილს არაადამიანური თეთრი ფერი აქვს. მისი გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი აქტიური კაცის გამოხედვა – მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი იმისაგან, რაც ჩვენ ვიცოდით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
„მე ექიმი არ ვარ და დიაგნოსტიკურად ვერაფერზე ვისაუბრებ, მაგრამ ვიზუალურად არც მისი მდგომარეობა მომეწონა და არც მოქმედება – წოლით რეჟიმშია, ვერ ადგა, ან არ ადგა, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეს ვერ შეძლო. დიდი წონა აქვს დაკარგული. არაადამიანური თეთრი ფერი აქვს. მისი გამოხედვა აღარ არის ცეცხლოვანი აქტიური კაცის გამოხედვა. რა თქმა უნდა, საღ გონებაზეა, არანაირი ცვლილება არ არის, მაგრამ ფიზიკური მდგომარეობა მისი აქტივობა, მისი მოჭარბებული ენერგია თითქმის არ შეინიშნება. ვისაც ახსოვს როგორი იყო სააკაშვილი, დღევანდელი მდგომარეობით შეიძლება თქვას, რომ მხოლოდ აჩრდილია დარჩენილი იმისაგან, რაც ჩვენ ვიცოდით. მე არ ვხატავ აპოკალიფსს, რომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა და სარეანიმაციო პირობები სჭირდება, მაგრამ ის პროცესი, რომელიც მის მკურნალობას უკავშირდება ჩვენ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით გამოჯანმრთელების მიმართულებით არ მიდის”, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
ადვოკატის განცხადებით, ამ დროისთვის ადვოკატების ნომერ პირველი ამოცანაა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უცხოელი ექსპერტების ჩასართავად შესაბამისი ნებართვები გასცეს.
მისივე განცხადებით, სასჯელის გადავადების შუამდგომლობის დაყენებისთვის შესაბამისი მასალები მზადდება და აღნიშნულ საკითხზე სასამართლო სხდომები სავარაუდოდ, სექტემბერში გაიმართება.
უფლებადამცველის თქმით, პატიმრის სასჯელის გადავადების უფლებამოსილება სასამართლოს გარდა, იუსტიციის სამინისტროს აქვს.
„კანონი ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში, თუ ავადმყოფის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და შესაძლოა, ლეტალური შედეგები თავიდან აცილებული ვერ იქნეს, საკითხის განხილვა სასამართლოზე, რომ არ გაჭიანურდეს, ეს უფლებამოსილება სწრაფად და ეფექტურად იუსტიციის სამინისტრომ უნდა განახორციელოს”, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1794675556
სპორტიმერაბ დვალიშვილმა RAF-ის ტურნირზე მარლონ მორაესი დაამარცხა
მერაბ დვალიშვილმა აბუ დაბიში გამართულ Real American Freestyle-ის (RAF) ტურნირზე ბრაზილიელი მარლონ მორაესი დაამარცხა. შეხვედრა თავისუფალი ჭიდაობის წესებით გაიმართა. დვალიშვილისთვის ეს RAF-ში მეოთხე გამ...
1794675512
მსოფლიოდონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანს არ შეუტიოს, თუ თეირანი აშშ-ის პროვოცირებას არ მოახდენს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს განუცხადა, რომ შესაძლოა, ირანზე თავდასხმისგან თავი შეიკავოს, თუ თეირანი ან იემენელი „ჰუსიტები“, რომლებსაც ირანი უჭერს მხარს, ახალ პროვოკაციებს არ განახორციე...
1794673487
სპორტისაქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობა უნგრეთის წინააღმდეგ ცნობილია!
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ წლის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომელსაც უნგრეთთან ჩაატარებს, სასტარტო შემადგენლობა შეარჩია. საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მე-5 ტუ...
1794671457
ახალი ამბებიგიორგი სოსიაშვილი: ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას
„ახლა თავადვე აღიარებენ ე.წ. ენჯეოს წარმომადგენლები, რომ უცხოეთიდან შემოდინებული თანხები ემსახურებოდა კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნი...
1794670023
ახალი ამბებიალადაშვილი ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე: ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია - კანონდამრღვევი დაისჯება
მმართველი გუნდის წევრი აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება...































