მიხეილ ყაველაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სასახლეში უმასპინძლებს. დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ვაჰაგნ ხაჩატურიანი შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს შეხვდება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები - სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ლუკა ეხვაია.
1745827505
საზოგადოებაცესკო პარტიებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პროცედურებს კიდევ ერთხელ შეახსენებს
როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი). ცენ...
1745827077
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საქართველო, კვლავ, რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ის ერთგულია 30 წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის მის მეგობრებთან და მზადაა, ახალი ფურცლის გადასაშლელად
საქართველო, კვლავ, რჩება დასავლურ ორბიტაზე, მისი კარი ღიაა, ერთგულია მეგობრებთან 30-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობის და მზად არის, ახალი ფურცლის გადასაშლელად, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე...
1745826273
ახალი ამბები„ნაცმოძრაობის“ მიერ დაზარალებული თეიმურაზ ჭიჭინაძე: მათი მიზანი იყო, გაეკოტრებინათ კომპანია „ჟინერი“ და ასევე მათი მთავარი ამოცანა იყო, რომ წყლის ტარიფი გაეძვირებინათ, რასაც ჩვენს პირობებში ვერ ახერხებდნენ
ენერგეტიკული კომპანია „ჟინერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, თბილისის ორი მოწვევის საკრებულოს წევრმა თეიმურაზ ჭიჭინაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობი...
1745825595
ახალი ამბებისროლა გორში - დაღუპულია ერთი ადამიანი
გორში, წმინდა წყლის უბანში სროლა იყო. დაღუპულია ახალგაზრდა კაცი. როგორც „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. „ერთი პირი ცხელ კვალზე დააკა...
1745824589
ახალი ამბები„ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანის მიმართ, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს“ - 7 წლის ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტზე დედას და ბებიას ბრალდება წარუდგინეს
„საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის და იძულების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. განცხადების თანახმად,...