შალვა ოგბაიძე 2009 წლის 6 მაისის აქციაზე: აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი იყო, მაგრამ იყო გადაწყვეტილი დასჯა იმ ადამიანების, ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან ხმის ამოღება გაბედა

ეს იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგი, მაგრამ იყო გადაწყვეტილი დასჯა იმ ადამიანების, ვინც ძლევამოსილი ვანო მერაბიშვილის პოლიციის სამმართველოსთან, ხმის ამოღება გაბედა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ 2009 წლის 6 მაისის აქციის თაობაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პოლიციის სამმართველოსთან მას უკნიდან ესროლეს ბეტონის ნამსხვრევები, რის შემდეგაც დაცხრილეს პლასტმასის ტყვიებით.
„ერთი შურდული, კენჭი, ქვა, ბოთლი არავის არ ჰქონია ხელთ, აბსოლუტურად მშვიდობიანი, ხელაწეული ხელებით აპროტესტებდნენ ადამიანები დაკავებული ახალგაზრდების წამებას და ეს წამება განვრცობადი იყო და უფრო უკეთურ რაღაცებს აპირებდნენ, აღარ მინდა ახლა ვთქვა, რის გამოც ჩვენ დავიძარით რუსთაველის გამზირიდან მერე ფეხით და ჩავედით იქ. მე ზურგით ვიდექი, პოლიციის სამმართველოს ალაყაფის მიმართ და ვცდილობდი, რომ ადამიანები, რომლებიც, ვთქვათ, უკვე, პირველი გასროლა რომ მოხდა, არ მიახლოებოდნენ ღობეს. მე ვიცოდი ეს რითაც დამთავრდებოდა და ეს ჩაითვლებოდა შეჭრის მცდელობად.
შეჭრის მცდელობა, ერთადერთი, საწყალ უცნობს დააბრალეს, ფურცლით გადახტა და რა უქნეს, თქვენ კარგად იცით. ის ყოფილა თურმე პოლიციის აღება სამმართველოსი. მაგრამ მე ვაკავებდი ამ ადამიანებს, რომ ეს არ მომხდარიყო და აი ამ დროს, უკნიდან მომხვდა დამტვრეული ბეტონის ნამსხვრევი, 14 ნაკერი დამადეს და მერე, იყო პლასტმასის ტყვიებით ჩემი დაცხრილვა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ერთ მომენტში, ბატონი სოზარი ცდილობდა მე გადამფარებოდა და გია მაისაშვილი. გიას პირდაპირ შუბლში მოხვდა, მე უკვე ჩავიკეცე, გონება დავკარგე, ტვინის შერყევა მქონდა. თქვენზეც იძალადეს მაშინ, როგორც მერე ყველასთვის ცნობილი გახდა, არ გინდობდნენ არც თქვენ, ბატონო სოზარ“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
1745837295
ახალი ამბებისაგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას ბრალი წარედგინა
ნიკა მელიას ბრალი წარედგინა. საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას. კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. მუხლი ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინე...
1745837100
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 აპრილს და 1 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამი...
1745834045
ახალი ამბებიშალვა ოგბაიძე 2011 წლის 26 მაისის აქციაზე: მერაბიშვილმა არ დაგვიტოვა არსად გასაქცევი საშუალება, ყველა იმ ხორცსაკეპ მანქანაში უნდა მოყოლილიყო და როგორც მან ბრძანება გასცა, დაზიანების გარეშე არავინ არ უნდა ყოფილიყო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1745832121
ახალი ამბებიშალვა ოგბაიძე: პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი - არ ფიგურირებს, მაგრამ მას, ძალიან ხშირად, ნახულობდნენ ავტო-ბაზრობის მშენებლობაზე
პირველი, ვინც საავტომობილო ფედერაციის ქონებაზე და კერძოდ, რუსთავის ავტოდრომზე საუბარი დაიწყო, გახლდათ ვანო მერაბიშვილი, - ამის შესახებ, თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ პარლამენტის დროებითი ს...
1745830063
მსოფლიოთურქეთში მიწისძვრა იყო
თურქეთში, ქალაქ ქუთაჰიაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპი...