მიხეილ ყაველაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღესთან დაკავშირებით, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობების დაარსების დღესთან დაკავშირებით, სენაკის მე-2 ქვეით ბრიგადაში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უმაღლეს მთავარსარდალს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საიუბილეო ცერემონიაზე უმასპინძლეს.

პრეზიდენტმა და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს და ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

მათ სამწყობრო მოედანზე შეკრებილ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს, სარდლობების იუბილე მიულოცეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერების საქმეში წარმატებები უსურვეს.

ღონისძიების ფარგლებში, უწყების ხელმძღვანელებმა პირადი შემადგენლობის წარმომადგენლები უწყებრივი მედლებითა და სხვა საჩუქრებით დააჯილდოვეს.

გარდა ამისა, ბრიგადის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ქვედანაყოფის ამოცანებისა და მიზნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს, რის შემდეგაც, მიხეილ ყაველაშვილმა სტუმრების წიგნში ჩანაწერი დატოვა.

საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა მე-2 ქვეითი ბრიგადის ინფრასტრუქტურა გააცნეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, 2016 წლის პირველ აპრილს სახმელეთო ძალების სარდლობა დასავლეთისა და აღმოსავლეთის სარდლობებად ჩამოყალიბდა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743611575

ახალი ამბები

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინა

 საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს. მომ...

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტ

1743608277

ახალი ამბები

გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს - ლევან ვეფხვაძეს, სოსო ფხაკაძეს და აკაკი საღირაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვი...

გელა სამხარაული

1743605831

საზოგადოება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთა...

 ლევან მგალობლიშვილი

1743604337

ახალი ამბები

„ნაცმოძრაობის“ მიერ დაზარალებული ბიზნესმენი ჯემალ წიკლაური: მოსამართლემ დაიწყო განაჩენის გამოცხადება, ერთი აბზაცი ჰქონდა დარჩენილი, შემოვარდა სპეცრაზმი და მოსამართლე გაიყვანეს ხელის კვრით, ბომბია სასამართლოში, უნდა დატოვოთ დარბაზიო

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...

 ჯემალ წიკლაური

1743602352

ახალი ამბები

მაჭავარიანი ბრიტანეთის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე: მოსამართლეებს ასანქცირებენ და ამბობენ, მტკიცებულებები არ გაგვაჩნიაო, ეს თავისთავად, პირდაპირ გლობალური ომის პარტიის და „დიფ სთეითის“ გავლენებზე მიუთითებს

„მოსამართლეებს ასანქცირებენ და ამბობენ, მტკიცებულებები და ფაქტები არ გაგვაჩნია, უბრალოდ, რაღაც ეჭვები არისო. ეს თავისთავად, გლობალური ომის პარტიის და „დიფ სთეითის“ გავლენებზე მიუთითებს“, - ამის შესახე...

ლევან მაჭავარიანი