"მისი ქორწინების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა" - მაგდა პაპიძე გამოძიების დაწყებას ითხოვს

ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მაგდა პაპიძე მისი ქორწინების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე გამოძიებას მიმართავს.

24 იანვარს მან წერილები გააგზავნა როგორც პროკურატურაში, ისე თბილისის საქალაქო სასამართლოში და საქმის გამოძიების დაწყება მოითხოვა.

უახლოეს დღეებში მიმართავს მაგდა პაპიძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც, რათა დადგინდეს მის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტი.

მაგდა პაპიძის გადაწყვეტილების შესახებ რადიო თავისუფლებას უყვება მისი ინტერესების დამცველი საპატიმრო დაწესებულებაში, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი ეკა ქობესაშვილი.

ადვოკატი მაგდა პაპიძეს 24 იანვარს, რუსთავის მეხუთე ქალთა დაწესებულებაში შეხვდა.

ეკა ქობესაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პატიმარმა იცოდა როგორ გაავრცელა 23-24 იანვარს, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ცნობა, თითქოს ის საპატიმროში „მის კლასელზე“ დაქორწინდა:

"იყო ძალიან განერვიულებული და გაბრაზებული. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია უარყო და მითხრა, რომ ეს არის სრული აბსურდი. რაც დააკავეს, მას ურთიერთობა აქვს მხოლოდ დედასთან, დასთან და დისშვილთან და არავისთან სხვასთან. ცრუ ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებაც, თითქოს მას ოჯახის წევრებიც კი აღარ ნახულობენ. ისინი ყოველთვის სარგებლობენ კანონით გათვალისწინებული პაემნებით. მაგდა პაპიძე თვლის, რომ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მისი ქორწინების შესახებ, ემსახურება მის ფსიქოლოგიურ ტერორს და განადგურებას. დღეს უკვე გაგზავნა წერილი პროკურატურაში, სადაც წერს, რომ მიზანმიმართულად ხდება მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, რაც ემსახურება მის ფსიქოლოგიურ დეგრადირებას და ითხოვს გამოძიების დაწყებას. ასევე მიმართა სასამართლოს და აპირებს იდავოს იმ მედიასაშუალების წინააღმდეგ, რომელმაც ეს ინფორმაცია გაავრცელა“,- აცხადებს პაპიძის უფლებადამცველი.

ინფორმაცია უვადოდ პატიმრობამისჯილი ქალის, მაგდა პაპიძის ციხეში ქორწინების შესახებ 23 იანვარს, ონლაინ-მედია პლატფორმამ, „ჯორჯიან თაიმსმა“ გაავრცელა. მათ მიერ მომზადებული სიუჟეტი მაგდა პაპიძის „ოჯახის ახლობლის“ ინფორმაციას ეყრდნობოდა, რომელიც ირწმუნებოდა, რომ პატიმარი ქალი რამდენიმე ხნის წინ კლასელზე დაქორწინდა.

წყარო: რადიო თავისუფლება

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794761277

ახალი ამბები

პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...

ახალნათელღებული შეემატა

1794759304

მსოფლიო

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...

ირანმა ბაჰრეინში

1794755991

ახალი ამბები

შიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად

სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...

მეუფე შიო

1794753088

მსოფლიო

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...

ლუკა ნიკულესკუ

1794750294

ახალი ამბები

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

16 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, შპს „თბილსერვის ჯგუფი” ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირზე საახალწლო კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრ...

საახალწლო ილუმინაციები