„მისთვის უცნობ პირს სრულიად უმოტივოდ ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო“ - პროკურატურამ მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურში ბრალდებულმა სრულიად უმოტივოდ, ყოველგვარი საბაბის გარეშე, განსაკუთრებული სისასტიკით, მეტროსადგურის მგზავრების თვალწინ, ბაქანზე მდგარ მისთვის უცნობ პირს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ხულიგნური ქვენა გრძნობით და განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აცხადებენ უწყებაში.
1795344967
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ამორალურია თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ამორალურია ის საქციელი და თითოეული განცხადება ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ტრაგედიებს პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იყენებს“, - ასე გამოეხმაურა საპ...
1795343201
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მთელი გუნდის სახლით, ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს და გადარჩენილებს მალე გამოჯანმრთელებასა და მხნეობას ვუსურვებ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, მწუხარებას გამოთქვამს, გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს და დაშავებულებს მა...
1795342409
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ
„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ, აღნიშნულ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიციირდება“,...
1795340711
ახალი ამბებიკრწანისის რაიონის გამგებელი ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებით დაზარალებულებზე: არსებობს ჩანაცვლების პროგრამა, ჩვენ ყველანაირად მზად ვართ
კრწანისის რაიონის გამგებლის ლაშა ცაგურიას განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეების ინტერესები გათვალისწინებული იყოს. „იყო შესაბამისი სამსახური შესული, სანამ მოქალაქეებს ვეტყოდით და...
1795338760
ახალი ამბებიგია ვოლსკი ოპოზიციაზე: ამ ადამიანებს 2012 წლამდე და მას შემდეგ ჩადენილი ინტენსიური დანაშაულები არათუ ამნეზიურად „დაავიწყდათ“, არამედ ამ ყველაფრის გამართლებაც კი დაიწყეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის განცხადებით, ოპონენტები სასამართლოს ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებენ და წარსულში ჩადენილი დანაშაულების გამართლებას ცდილ...































