„მიუხედავად ნიკა გვარამიასა და გიორგი გაბუნიას მხრიდან „მთავარი არხის“ გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია“ - ზაზა ოქუაშვილი

„ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას საქმიანობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია თანამშრომელთა მოთმინებისა და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად“, - აცხადებს „მთავარი არხის“ დამფუძნებელი არხის გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადების საპასუხოდ.

ოქუაშვილის განცხადებით, „მთავარი არხის“ პრობლემა არის ის, რომ დირექტორებმა - ჯერ ნიკა გვარამიამ და შემდეგ გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია მიიყვანეს გაკოტრებამდე. 

 „გიორგი გაბუნიას განცხადების პასუხად ვაცხადებ, რომ მთავარი არხის დახურვის გადაწყვეტილება მე არ მიმიღია და გიორგი გაბუნიას ეს განცხადება, არის ცილისწამება ჩემს მიმართ და ნიკა გვარამიას გეგმის ნაწილი, რათა მათი საქმე და ინტერესი შეფუთული იყოს ისე, როგორც გიორგი გაბუნიამ წარმოადგინა.

მთავარ არხთან დაკავშირებული პრობლემური საკითხი, რომელიც ნიკა გვარამიამ და გიორგი გაბუნიამ ასე მოულოდნელად გამოიტანეს დღეს საჯაროდ, არ ემსახურება არხის ინტერესებს და მის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. არხთან დაკავშირებით არავითარი ხელშემშლელი ან მიმდინარე პერიოდში რაიმე ნაბიჯი ჩემი, როგორც პარტნიორის მხრიდან არ გადადგმულა, ხოლო პრეტენზიები, რომლებიც არსებობს არხის მენეჯმენტის მიმართ რამდენიმე თვეა იგივეა.

სულ რამდენიმე დღის წინ, მქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტთა ჯგუფთან და მათაც ვუთხარი, რომ მიუხედავად ნიკა გვარამიას და გიორგი გაბუნიას მხრიდან მთავარი არხის გაძარცვისა და ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანისა, ტელეკომპანიის დახურვაზე არც მიფიქრია.

მეტიც, ჩემს მიერ გამოითქვა მზადყოფნა, შესაბამისი მხარდაჭერა აღმოვუჩინო არხს მისი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

„მთავარი არხის“ პრობლემა არის ის, რომ დირექტორებმა - ჯერ ნიკა გვარამიამ და შემდეგ გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანია მიიყვანეს გაკოტრებამდე. მათი საქმიანობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია თანამშრომელთა მოთმინებისა და ქვეყანაში მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო და გადააქციო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ მე პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ვაწარმოებ რამდენიმე მიმდინარე საერთაშორისო დავას და კომიკური და ლოგიკას მოკლებულია გიორგი გაბუნიას მიერ ჩემს მიმართ გამოთქმული ცუდად შეფუთული ბრალდება ჩემი ივანიშვილთან რაიმე კავშირის შესახებ.

მე პირიქით დავსვამდი შეკითხვებს ნიკა გვარამიას უხვი და დაუბრკოლებელი დაფინანსების წყაროებისა და საკითხს „მთავარ ოპოზიციურ პარტიად“ ქცევის შესახებ. როგორც ჩანს „მთავარი არხის“ ყოფილი და მოქმედი დირექტორები ხელსაყრელ მომენტს ეძებდნენ და ამისათვის სამწუხაროდ შეარჩიეს სწორედ ის მძიმე პერიოდი, რომელიც დღეს საქართველოში დგას. ჩემი სურვილია, არხმა შეუფერხებლად განაგრძოს მუშაობა სრული შემადგენლობითა და მენეჯმენტით, რომელიც არ ეცდება ტელეკომპანიის ხარჯზე პირადი სიმდიდრის დაგროვებას“, - ნათქვამია ოქუაშვილის საპასუხო განცხადებაში.

გიორგი გაბუნიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით „მთავარი არხი“ უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელ-ნელა წყდება არხთაბ გაფორმებული კონტრაქტებიც, რაც, საბოლოოდ, არხის მუშაობას შეუძლებელს გახდის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794764373

ახალი ამბები

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, მათ შორის გელათის სამონასტრო კომპლექსთან, დაკავშირებით არასწორი და გარკვეულ შემთხვევებში აბსურდული ინფორმაციის გავრცელებამ კამპანიური ხასიათი მიიღო“, - აღნიშნულის შ...

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

1794761277

ახალი ამბები

პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ახალნათელღებული შეემატა

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი ჩატარდა. მისი უწმინდესო...

ახალნათელღებული შეემატა

1794759304

მსოფლიო

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას დრონებით შეუტია

ირანმა ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა, იუწყება BBC. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ბაჰრეინში, ალ-რიფას საჰაერო ბაზაზე, აშშ-ის საჰაერო თავდ...

ირანმა ბაჰრეინში

1794755991

ახალი ამბები

შიო მესამე – სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად

სწორედ ამან გადააგვარა მთელი მსოფლიო, რომ ვფიქრობთ, თითქოს მხოლოდ მონაზვნებს სჭირდებათ ცხოვრების სიმკაცრე, სხვებისთვის კი დასაშვებია, იცხოვრონ უზრუნველად. არამც და არამც! ყოველ ჩვენგანს მოეთხოვება ერთ...

მეუფე შიო

1794753088

მსოფლიო

რუმინეთის პრემიერ-მინისტრი: შავ ზღვაში, რუმინეთის სანაოსნო არხთან ახლოს, სამ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა

რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ლუკა ნიკულესკუმ განაცხადა, რომ შავ ზღვაში, რუმინეთის სულინას არხთან, სამ კომერციულ გემზე დრონებით იერიში განხორციელდა. მისივე თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ორჯერ ააფრინეს გა...

ლუკა ნიკულესკუ