მკვლელობა საჩხერეში - კაცმა მეზობლის სახლს ცეცხლი გაუხსნა და მასთან სტუმრად მყოფი ნათესავი მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ჭ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.
„გამოძიებით დადგინდა, რომ თ.ჭ.-ს სიძესთან, 1992 წელს დაბადებულ გ.კ.-სთან კონფლიქტი მოუვიდა, მოგვიანებით ბრალდებული საჩხერეში, გ.კ-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და იქვე არსებულ ავტოფარეხთან, სადაც გ.კ.-ს მეგობარი - 1979 წელს დაბადებული კ.ლ. იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მომხდარის შედეგად კ.ლ. დაიჭრა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სამართალდამცველებმა თ.ჭ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1794513219
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ
„ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე [ბრიუსელში] მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად, გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან...
1794512126
მსოფლიოაშშ-ის პრეზიდენტი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩვენს ხელშია მათი ფული და მათი სრუტე
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან „ეს დრო წარსულს ჩაბარდა“. ამერიკის ლიდერის თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უ...
1794510257
მსოფლიოსროლა თეთრ სახლთან ახლოს - თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ამერიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დამატებითი ინფორმაცია გაავრცელეს თეთრ სახლთან ახლოს მომხდარი სროლის შესახებ. წერს CNN. პოლიციის ცნობით, 12 ნოემბერს, შეიარაღებულმა პირმა ვაშინგტონის ერთ-ერთ უბანში...
1794508261
ახალი ამბებითბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს
თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. არსებული ცნობით, 76 წლის მასწავლებელი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები ამბობენ, რომ მოზარდმა მეგობ...
1794507612
ახალი ამბებიშიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ერ...































