„მოზარდს პერიოდულად სცემდნენ, პირში ტენიდნენ მტვრის ტილოს და დასცინოდნენ, რაზეც რეაგირება სკოლის ადმინისტრაციას არ ჰქონდა და მშობლებს ურჩევდნენ, მომხდარისგან ტრაგედია არ შეექმნათ“ - რა მოხდა ბათუმში?

ბულინგის მძიმე შემთხვევა ბათუმში – ერთ-ერთი კერძო სკოლის პირველკლასელის მშობელი ამტკიცებს, რომ მის შვილი თანაკლასელებმა საკლასო ოთახში გააშიშვლეს და წიხლებით სცემეს. მშობლის განმარტებით, შემთხვევას შეესწრო პედაგოგიც, რომელმაც მომხდარი არ შეიმჩნია და საგაკვეთილო პროცესი გააგრძელა. როგორც ირკვევა ეს არაა მოზარდის მიმართ თანატოლების ბულინგის პირველი შემთხვევა. მას პერიოდულად სცემდნენ, პირში  ტენიდნენ მტვრის ტილოს და დასცინოდნენ, რაზეც რეაგირება სკოლის ადმინისტრაციას არ ჰქონდა და მშობლებს ურჩევდნენ, მომხდარისგან ტრაგედია არ შეექმნათ.

ბავშვის დედამ ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.

ძალადობის მსხვერპლი ბავშვი ბელარუსის მოქალაქეა. შემთხვევა 9 თებერვალს მოხდა.

სკოლის დირექციაში ამბობენ, რომ ბავშვს კონფლიქტი ჰქონდა კლასელებთან და მშობელს ურჩიეს, რომ ის ან გადაეყვანათ, ამ მასთან მუშაობა ფსიქოლოგს დაეწყო. სკოლაში ამბობენ, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და მოსწავლეები თამაშობდნენ.

„მე გუშინ ვიყავი საგამოძიებო უწყებაში და გაირკვა ძალიან ბევრი ახალი გარემოება. ბავშვის დედის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ძალიან არის დამახინჯებული. საგამოძიებო უწყებაში გამოკითხეს მოწმეები და დაადგინეს, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ მოვაწერეთ ხელი საბუთს, რომ სანამ გამოძიება არ დასრულებულა, უფლება არ გვაქვს ამ საკითხზე ვისაუბროთ. დღეს მოწვეულები იქნებიან ასევე სხვა მოწმეებიც. ჯერჯერობით შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ სარჩელის შემტანმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამომძიებლებს. არსებობს მოწმეები, რომ მას სურს რაღაცნაირად დააზარალოს სკოლა. მე მინდა, რომ გაირკვეს სიმართლე. კამერები არის დერეფნებში, მაგრამ არა საკლასო ოთახებში. ამ ბიჭზე სისტემატურად მოდიოდა საჩივრები სხვა მშობლებისგან და ჩვენ გვინდა, რომ სკოლის რეპუტაცია არ დაზიანდეს. ეს ინციდენტი მოხდა საკლასო ოთახში და მას ჰქონდა თამაშის ფორმა, ყველა ბავშვმა ეს აღიქვა, როგორც თამაში.” – ამბობენ სკოლის ადმინისტრაციაში.
სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი ბავშვი სხვა სკოლაშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. “მთავარის” ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზა.

წყარო: mtavari.tv/news

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794689833

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ აიზენკოტს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნისკენ მოუწოდებს

 ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავის მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს გადი აიზენკოტს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირებისკენ მოუწოდებს. ნეთანიაჰუს თქმით, ირანი ბირთვული იარაღის პროგრამის ა...

ბენიამინ ნეთანიაჰუ

1794687013

მსოფლიო

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში - პოლიციამ 219 პირი დააკავა

საფრანგეთის შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ საპროტესტო აქციებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 106 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო სამართალდამცველებმა 219 პირი დააკავეს....

საპროტესტო ტალღა საფრანგეთში

1794684214

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: „ნაცების“ წარმომადგენლებმა ყველას გასაგონად განაცხადეს, რომ დასაშვებად და კანონიერად ცნობენ 2025 წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობას

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ გასული კვირის სხდომაზე ისეთი პოზიცია დააფიქსირეს, რომელიც პარტიის აკრ...

ზაალ ანჯაფარიძე

1794683217

სპორტი

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

ერთა ლიგის მე-5 ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა უნგრეთს უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე...

საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა

1794680489

სპორტი

საბა ლაზიშვილმა RAF-ში ლეგენდარული ურაია ფეიბერი დაამარცხა!

ქართველმა მოჭიდავემ, საბა ლაზიშვილმა Real American Freestyle-ის (RAF) ეგიდით გამართულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა. 21 წლის სპორტსმენმა აბუ-დაბიში, „ეტიჰად არენაზე“ UFC-ის დიდების დარბაზის წევრი, ამე...

საბა ლაზაშვილი