მოზარდს, რომელსაც კლინიკა დავალიანების გამო არ ატანდა ოჯახს, საქართველოში ჩამოასვენებენ

თურქეთის კლინიკაში, ლეიკემიით გარდაცვლილი 16 წლის მარიამ გოგიაშვილს, რომლის ცხედარიც მეხუთე დღეა 44 000 - დოლარიანი დავალიანების გამო კლინიკის მორგში იყო დასვენებული, საქართველოში, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გადმოასვენებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის ახლობელი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სოფიო ჩიკვილაძემ, რომელიც მარიამის დედასთან ერთად ცდილობდა ლეიკემიით გარდაცვლილი მოზარდის საქართველოში გადმოსვენებას, 17 ნოემბერს, „ფეისბუკში“ დაწერა, რომ ოჯახს დაუკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში და მათ დახმარება აღუთქვა:

„მეგობრებო, დაგვიკავშირდა საქართველოს ელჩი თურქეთში, ბატონი გიორგი ჯანჯღავა. პრემიერ-მინისტრმა იცის უკვე ყველაფერი. მაქსიმალურს აკეთებენ, რომ დროულად გადმოვასვენოთ მარიამი საქართველოში. გვითხრა, რომ აღარაა საჭირო თანხის მოგროვება და ჩვენ არ გვჭირდება აღარაფრის გადახდა“.

მარიამ გოგიაშვილის ოჯახი ხუთი დღის განმავლობაში სთხოვდა საქართველოს ხელისუფლებას გარდაცვლილი მოზარდის საქართველოში გადმოსვენებაში დახმარებას.

16 წლის მოზარდი სტამბოლში, კლინიკა Medi Statie Hospital-ში 13 ნოემბერს, ლეიკემიის დიაგნოზით გარდაიცვალა.

თუკი მარიამის გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელის საშუალებით მისი მკურნალობისთვის საჭირო თანხა გროვდებოდა, მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, კლინიკისთვის გადასახდელი დავალიანების დაფარვის გამო დაიწყო საზოგადოებამ თანხის შეგროვება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1732359901

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანა...

ამინდი

1732356459

საზოგადოება

„პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს“ - შალვა კეკელია

პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა...

მამა შალვა კეკელია

1732350788

საზოგადოება

რომელ პროდუქტებთან, პრეპარატებთან და ვიტამინებთან არ შეიძლება ყავის მიღება - ნუტრიციოლოგის რჩევები

ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს ეს მატონიზირებელი სასმელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვა...

აა

1732341504

საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.  საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწი...

საზოგადოება

1732307021

ჰოროსკოპი

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რე...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი