მსოფლიოს კოვიდ 19-ის ახალი შტამი უტევს - ჯანმო მოგზაურებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, საქართველოს აეროპორტებში კონტროლი გამკაცრებულია
მსოფლიოს კოვიდ 19-ის ახალი შტამი, XBB 1,5, უტევს, რომელიც ძირითადად ამერიკასა და ჩინეთში ცირკულირებს. სპეციალისტების დაკვირვებით, ვირუსის ახალი ვარიანტი ომიკრონზე სწრაფად ვრცელდება.
აშშ-ში კოვიდშემთხვევების 27% სწორედ ახალ შტამზე მოდის, უფრო რთული ვითარებაა ჩინეთში, სადაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბოლო ერთ თვეში კორონავირუსით 60 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურებს მოუწოდებს, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, არ არის გამორიცხული, სავალდებულო გახდეს გამგზავრებამდე პისიარ ტესტირება.
სპეციალისტების განმარტებით, XBB 1,5 სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მას ახასიათებს მაღალი სიცხეები, თუმცა, უარყოფითად მოქმედებს თანამდევი დაავადების მქონე პირებზე.
ომიკრონის ახალი შტამი საქართველოში აღმოჩენილი არ არის, თუმცა, აეროპორტებში კონტროლი გამკაცრებულია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა
🔵“დიდი მადლობა, საქართველო” - იტალიელები საქართველოს მადლობას უხდიან
1793513051
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...
1793479650
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...
1793477939
საზოგადოებალევან მახაშვილი: რა თქმა უნდა, გამოწვევები უამრავია, მაგრამ მთავარია, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, იმიტომ, რომ თავის დროზე, წლების განმავლობაში ხელისუფლებამ მიიღო სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები
ის, რომ დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, იმაზე ვისაუბროთ, უფრო მეტი კიდევ რა გავაკეთოთ განათლებაში, ინფრასტრუქტურასა და სხვა სფეროში, სწორედ სწორი საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით არის შესაძლებელი,...
1793476610
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ვერცერთი თანამდებობა ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების ან კორუფციული ფაქტის
ვერცერთი თანამდებობა, მოქმედი, თუ ყოფილი, ვერ იქნება ინდულგენცია თანამდებობის ბოროტად გამოყენების, ან კორუფციული ფაქტის, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...
1793472591
საზოგადოებალევან მახაშვილი გამჭვირვალობის კანონზე: სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი
სწორედ ამას ვთავაზობთ, მათ შორის, ბრიუსელის წარმომადგენლებს, დავსხდეთ და არა პოლიტიკური შეფასებების ჩარჩოდან, არამედ სამართლებრივად განვიხილოთ ეს საკითხი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ევროპასთან...



























