ნათია გედენიძე: 2018 წელს დღის წესრიგში დადგა მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი. ყველამ გავიარეთ ფსიქოლოგიური შემოწმება. დასკვნა იყო ის, რომ 12 წლის მერე ჩვენი მორალური ზიანის და ტკივილის კვალი პრაქტიკულად უცვლელი იყო

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებული ირაკლი გედენიძის მეუღლემ, ნათია გედენიძემ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, 2018 წელს ფსიქოლოგიურმა შემოწმებამ აჩვენა, რომ 12 წლის მერე მორალური ზიანის და ტკივილის კვალი პრაქტიკულად უცვლელი იყო.

„მას შემდეგ რაც გამამართლებელი განაჩენი დადგა, ეს იყო 2018 წელი და პრაქტიკულად ბრალდებულებიდან ჯერ დაზარალებულები გავხდით და შემდგომ უკვე გამართლებულები, შემდეგ დადგა დღის წესრიგში მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი და სასამართლოს მიერ იყო საჭიროება იმის დადგენა, 12 წლის მერე ჩვენ რამდენად გვტკიოდა ისევ ეს საკითხი და მაშინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ყველამ გავიარეთ ფსიქოლოგიური შემოწმება. ამის მომხრე და ინიციატორი სხვათა შორის მეც ვიყავი, იმიტომ, რომ მეც ძალიან მაინტერესებდა ჩემი ორგანიზმი როგორ ახერხებდა ამასთან ბრძოლას. ამ ანალიზის დროს ძალიან ბევრი დეტალებთან ჩაღრმავება დამჭირდა. ფსიქოლოგთან ურთიერთობა იმაზე მეტად გამიჭირდა, ვიდრე სასამართლო პროცესებზე. ბევრი ქვეკითხვები ჰქონდათ და დასკვნა იყო ის, რომ 12 წლის მერე ჩვენი მორალური ზიანის და ტკივილის კვალი პრაქტიკულად უცვლელი იყო. ანუ მცნება ის, რომ დრო ყველაფრის მკურნალია, ასეთ საკითხებზე არ მუშაობს და დასკვნამ ეს უბრალოდ დაადასტურა“, - განაცხადა ნათია გედენიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746018558

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 30 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7492 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7516 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ზოგადი

1746015677

საზოგადოება

ალექსანდრე ტაბატაძემ სამხედროებს, ვეტერანებს, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებსა და მათ ოჯახებს თავდაცვის ძალების დღე მიულოცა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და თავდაცვის ძალების დღე მიულოცა სამხედროებს, ვეტერა...

ალექსანდრე ტაბატაძე

1746014856

საზოგადოება

ირაკლი ჩიქოვანი: წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური არის წარმატებული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი

საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, თავდაცვის მინისტრი მიესალმა და იუბილე მიულოცა რეკრუტებს, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებს, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის ძალები...

ირაკლი ჩიქოვანი

1746014059

საზოგადოება

ირაკლი გედენიძე მიხეილ სააკაშვილზე: კაცმა ჯაშუშობისთვის დამიჭირა, ორი კვირაა გასული გამოშვებიდან, ჯაშუში ვარ ოფიციალური, სასჯელს ვიხდი და მეუბნება, მოდი, ჩემთან ერთად ფოტო გადაიღეო - წინასაარჩევნო პერიოდი იყო, მერე მივხვდი მესიჯი რა იქნებოდა

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...

ირაკლი გედენიძე

1746012179

საზოგადოება

ნათია გედენიძე: ჩემი დაკითხვა გააგრძელეს კაცებმა. მითხრეს ჩვენ რაც გვაქვს დაბეჭდილი, შენ და შენი შვილები ამას რომ ნახავთ, არც მათ მოუნდებათ, რომ შენ მათი დედა გერქვა და შენც ვერ გაეკარები მათ სირცხვილითო

ჩემი დაკითხვა გააგრძელეს მამაკაცებმა. დაკითხვაში უცნაური კითხვები ჰქონდათ, რომ რატომ ვეპრანჭებოდი ჩემს ქმარს კამერასთან. ჩემგან იყო ქალური სიტუაციების გარკვევა. ვერ მივხვდი ორი უცხო ადამიანი რატომ უნდ...

ნათია გედენიძე