ვოლსკი: არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ვინმეს არ მოუნდეს მონაწილეობის მიღება საარჩევნო პროცესში, რადგან იცის, გარანტირებულად წააგებს

„არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ვინმეს არ მოუნდეს მონაწილეობის მიღება საარჩევნო პროცესში იმის გამო, რომ იცის გარანტირებულად წააგებს და ურჩევნია რევოლუციური გზა განავითაროს, მით უმეტეს, რომ ამ გზასაც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს დღესდღეობით“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტია რა აზრზეა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, მთავარია რას გადაწყვეტს რადიკალური ოპოზიციისთვის ინსტრუქციების მიმცემი ევრო ბიუროკრატია.
„შეიძლება შენ რაღაც ივარაუდო, მაგრამ სხვანაირად დაგეგმოს მაკკეინის ინსტიტუტმა, რომელშიც მუშაობენ და ხელფასს იღებენ მაგალითად, სალომე ზურაბიშვილი და სხვები. ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად არიან კონკრეტული პოლიტიკური ამოცანის შესრულებაზე ორიენტირებული. ასე რომ ჩვენ თუ პროგნოზს ვაკეთებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან შორს ვართ რეალობიდან. იგივეა ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებითაც.
აქ ყველას ერთიანი აზრი არ აქვს, მაგრამ არავის აზრი აინტერესებს იმ ჯგუფს, ამ შემთხვევაში ევრო ბიუროკრატიას, რომელიც ინსტრუქციებს გასცემს. გარკვეული თემები, მიდგომები შეიცვალა, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებასთან საუბარია საჭირო.
უკვე ვიღაცამ გააჟღერა, რომ არ შეიძლება ეუთო/ოდირის ავტორიტეტი ასე შელახო იმიტომ, რომ ამ ყველაზე კომპეტენტურმა ორგანიზაციებმა განცხადება გააკეთეს, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. საგარეო კურსთან დაკავშირებით თუ ვინმეს სხვა აზრი აქვს, გამოვიდეს და თქვას მიზეზი, თუ რა აძლევთ ამის თქმის საფუძველს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
ვოლსკის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ერთი მთავარი ძალიან სერიოზული პრობლემა - არ გააჩნიათ გეგმა, რაიმე პროგრამა, რაც პარტიის მთავარი მახასიათებელია თუ, როგორ უნდა შეიცვალოს ესა თუ ის დარგი, პოლიტიკა ამა თუ იმ სფეროში, რომელი იქნება უკეთესი ხალხისთვის და ა.შ.
„აქ ორი არჩევანია, ერთი - გეუბნება, რომ ხელისუფლება უნდა მოვიდეს ისეთი, რომელიც იქნება დამყოლი, მარიონეტი და მეორე - უნდა იყოს ხელისუფლება, რომელიც გაჩვენებს ეკონომიკური, სოციალური მიმართულებით პროგრესს და იმ პროგრესს, რომელიც შეაფასეს საერთაშორისო დონეზე, რომელიც შეაფასეს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. ეს არის არჩევანი და ამ არჩევანში არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ვინმეს არ მოუნდეს მონაწილეობის მიღება საარჩევნო პროცესში იმის გამო, რომ იცის გარანტირებულად წააგებს და ურჩევნია, რევოლუციური გზა განავითაროს, მით უმეტეს, რომ ამ გზასაც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს დღესდღეობით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
1746037101
ახალი ამბებიპუტინი: ადრე თუ გვიან ჩვენი ურთიერთობები ევროპასთან აღდგება - ეს უდავოა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან, რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობები, უდავოდ, აღდგება. „ახლა სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე მაშინ [დიდი სამამულო ომის დროს] - თეთრი და...
1746035598
ახალი ამბებილაშა ბექაური ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. როგორც ბექაური სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, საქართველოს...
1746035061
ახალი ამბებიდიმიტრი სამხარაძე: კურტუმოაპრეხილი გვარამია იგინებაო, ჯერ მის გინებას რა ვუთხარი, მერე კიდევ „კოლგოტიანი” ბიჭუნკელების მუქარას
კურტუმოაპრეხილი გვარამია იგინებაო! ჯერ, ამ ქალოიას გინებას რა ვუთხარი! მერე, კიდევ, „კოლგოტიანი“ ბიჭუნკელების მუქარას! - წერს „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში, რით...
1746034750
ახალი ამბებინატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ასამბლეის მიერ ორგანიზებულ სემინარში მიიღო მონაწილეობა
28-30 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და თურქეთის პარლამენტის ორგანიზებით, ასამბლეის ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფისა და ეკონომიკური უსაფრთხ...
1746031698
ახალი ამბებიგიორგი გამსახურდია: გვარამია შედგა, როგორც რეპრესიების მომწყობი და საქმეების კარგად შემკერი, თუნდაც, ჩემი ძმის, ცოტნეს, სრულად, უსამართლო საქმე ავიღოთ
გიორგი გამსახურდია, „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ილუსტრაციას ეხმიანება და გვარამიას ე.წ. პოლიტი...