ნათია თურნავა: სსფ აღიარებს, რომ საქართველო არის რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების წარმატებული ქეისი

 „ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არასოდეს შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა შეჩერებულია. ჩვენ უამრავი ერთობლივი ტექნიკური დახმარების პროგრამა გვაქვს, სადაც სსფ-ი ბანკისთვის აქტუალური მიმართულებების განვითარებაში გვეხმარება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ქვეყნის ძლიერ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სსფ-ს ბოლო ანგარიშში საქართველო, როგორც ძალიან სწრაფად მზარდ ეკონომიკად არის შეფასებული. ეს შეფასება სსფ-ს ბოლო მისიის დროს მიღებულ მონაცემებს ეფუძნება.

„სსფ-ს მისიების ვიზიტის მიზანია უტყუარი ინფორმაცია ჰქონდეთ ჩვენს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე. სწორედ ამის საფუძველზე აქვეყნებენ შეფასებებს. ჩვენ ვთვლით და პრინციპში სსფ ამას აღიარებს და გვეთანხმება, რომ საქართველო მათთვის ყოველთვის არის და მომავალშიც შეიძლება იყოს რეფორმებისა და ეკონომიკური განვითარების წარმატებული მაგალითი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის უახლოეს მომავალში საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში გამოიკვეთება მათთან შემდგომი თანამშრომლობის ფორმატი და პრიორიტეტული მიმართულებები.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745678002

ახალი ამბები

დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ: ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი იქნება ბავშვთა რაგბის განვითარება

 პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კაჭარავამ განმარტა, რომ რაგბის კავშირის პრიორიტეტი ბავშვთა რაგბი იქნება, რათა მეტი წარმატებ...

დავით კაჭარავა

1745676335

ახალი ამბები

ნინო წილოსანი: იმედს ვიტოვებ, რომ ჯო უილსონი რაღაც მომენტში მაინც უკეთ გაერკვევა საქართველოში მიმდინარე პროცესებში, ან მინიმუმ იმას აღმოაჩენს, რომ ინფორმაციის მიმწოდებლები ტყუილის გამავრცელებლები არიან

„დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე ქვეყანასთან მიმართებით - ამ შემთხვევაში, საუბარი იყო ავღანეთზე, ბანგლადეშზე და ასე შემდეგ, თითქოსდა, შეიცვალა სახელმწიფოს სავიზო პოლიტიკა, ეს არის მტკ...

პოლიტიკოსი

1745674983

ახალი ამბები

საქართველოს რაგბის კავშირს დავით კაჭარავა უხელმძღვანელებს

ვეტერანი ბორჯღალოსანი, დავით კაჭარავა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გახდა(57 ხმა 58-დან). მისი კანდიდატურა სრკ-ს ოცდაცამეტმა ნამდვილმა წევრმა წარადგინა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან იოსებ ტყემა...

დავით კაჭარავა

1745670589

ახალი ამბები

„ძალიან სიმბოლური შეხვედრა, რომელსაც აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული“ - ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რომში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ამერიკელ კოლეგა დონალდ ტრამპთან მის შეხვედრას აქვს პოტენციალი, გახდეს ისტორიული. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურ...

თეთრმა სახლმა რომში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრას „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა

1745669130

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის

პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის , - წერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში. „ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან...

მიხეილ ყაველაშვილი