ნინო წილოსანი ქალ მეცნიერებს შეხვდა

 პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი წარმატებულ ქალ მეცნიერებს შეხვდა.

შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება მეცნიერების განვითარების საქმეში ქალ მეცნიერთა როლზე და ქალი მეცნიერებისადმი, მათ შორის, ახალგაზრდა მკვლევრებისადმი სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობაზე გამახვილდა.

„შეხვედრაზე მოწვეული გვყავდა 11 თებერვალს - მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს დაჯილდოებული წარმატებული ქალი მეცნიერები. მათთან ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაკავშირებს და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხშირად ვმსჯელობთ ქალი მეცნიერების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობასა და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში ჩართულობის მხარდაჭერაზე. ამჯერადაც ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რომლებიც მეცნიერთა წინაშე დგას და ასევე მათ სამომავლო პრიორიტეტებზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მეცნიერების სფეროში მოღვაწე ქალების მხარდაჭერა წარმოადგენს და სამინისტროს მხრიდან ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მეცნიერების მიმართულებით სერიოზული რეფორმების განხორციელებისთვის მზადყოფნა.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745849003

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: უცხოეთიდან მიღებული ინსტრუქციებით გეგმა მოამზადეს, რომელმაც არ გაამართლა და ახლა გულდაწყვეტილები არიან თავიანთ თავზეც და პატრონებზეც

„ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐ ᲩᲕᲔᲜ ᲒᲕᲐᲓᲐᲜᲐᲨᲐᲣᲚᲔᲑᲡ ᲘᲛᲐᲨᲘ, ᲠᲝᲛ ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘ ᲔᲠᲗᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘᲐ, ᲓᲘᲓᲘ ᲑᲝᲓᲘᲨᲘ, ᲔᲠᲗᲞᲐᲠᲢᲘᲣᲚᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ, ᲡᲐᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲝ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲐ ᲐᲠᲡᲔᲑᲝᲑᲡ. ᲛᲐᲗᲗᲕᲘᲡ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲐᲒᲕᲘᲙᲠᲫᲐᲚᲐᲕᲡ, ᲛᲐᲗ ᲮᲐᲚᲮᲛᲐ 61 ᲛᲐᲜᲓᲐᲢᲘ ᲛᲘᲡᲪᲐ,“ - ᲐᲛᲘᲡ Შ...

ლევან მაჭავარიანი

1745847824

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულება უცვლელია და 2.7496 ლარს შეადგენს. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1227 ლარი გახდა. დღეს მოქ...

ვალუტის კურსი

1745845043

ახალი ამბები

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დაიწყო

საქართველოს თავდაცვის უწყება „ნატო-საქართველოს სწავლება 2025“-ს მასპინძლობს. სწავლება ოფიციალურად კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თა...

„ნატო-საქართველოს სწავლება 2025“ დაიწყო

1745843440

ახალი ამბები

სოზარ სუბარი გიორგი ნემსაძეს: თქვენი მონაყოლიდან გამოჩნდა, რომ ეს იყო არა ერთჯერადი ჩარევა, ზეწოლა, არამედ ამას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი - ასე მართავდნენ სპორტსაც და ქვეყანას

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი დ...

სოზარ სუბარი

1745841569

მსოფლიო

ვატიკანში კონკლავი რომის ახალი პაპის ასარჩევად 7 მაისს შეიკრიბება

7 მაისს ვატიკანში რომის ახალი პაპის ასარჩევად კარდინალების შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება. „გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მეხუთე გენერალური კრების შემდეგ, რომელიც დღეს დილი...

ი რომის ახალი პაპი