სოზარ სუბარი გიორგი ნემსაძეს: თქვენი მონაყოლიდან გამოჩნდა, რომ ეს იყო არა ერთჯერადი ჩარევა, ზეწოლა, არამედ ამას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი - ასე მართავდნენ სპორტსაც და ქვეყანას

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმის განხილვისას, გიორგი ნემსაძეს მიმართა.
დეპუტატმა ვეტერან ფეხბურთელს ქართული სპორტისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი მონათხრობიდან კარგად ჩანს, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს ქართული სპორტისა და ქართველი ახალგაზრდობის მიმართ. სოზარ სუბარმა ნაცმოძრაობის რეჟიმის მიერ საბავშვო ბაღებისა და სკოლების დახურვის და ამ ტერიტორიების სხვა მიზნებისთვის გამოყენების ფაქტებიც გაიხსენა.
„მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა. მადლობა იმისთვის, რაც გიკეთებიათ ქართული ფეხბურთისთვის, სპორტისთვის. მართლა, ათწლეულების განმავლობაში, იყავით მაგალითი ქართველი ბავშვებისთვის, რომ სპორტი მნიშვნელოვანია, ცხოვრების ჯანსაღი წესი უკეთესია, ვიდრე არასწორ გზაზე დადგომა. იმავეს აკეთებდა და ემსახურებოდა ბატონი მამუკაც. კვარაცხელიები და ქართული ფეხბურთი საერთოდ ცალკე ფენომენი და ცალკე ამბავია.
მინდა პატარა რეზიუმესავით გავაკეთო. თქვენი მონაყოლიდან გამოჩნდა, რომ ეს იყო არა ერთჯერადი ჩარევა, ზეწოლა, არამედ ამას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი. ასე მართავდნენ სპორტსაც და ქვეყანას. მათი [ნაცმოძრაობის] დამოკიდებულება ქართული სპორტის, საქართველოს მომავლის, ქართველი ახალგაზრდების მიმართ ჩანს იქიდან, რაც თქვენ ისაუბრეთ. ბატონმა მამუკამ [კვარაცხელიამ] ბრძანა, რომ 30 - მდე სტადიონი გააუქმეს, მხოლოდ თბილისში. კარგად გვახსოვს, რომ საბავშვო ბაღები გააუქმეს და იქ ნაციონალური მოძრაობის ოფისები გახსნეს. წინა დღეებში, კომისიის სხდომაზე მოსულმა ადამიანებმა დეტალურად ისაუბრეს, რომ 1000 - ზე მეტი სკოლა გააუქმა ნაციონალურმა მოძრაობამ. გუშინწინ შევხვდი ერთ ჩვენს ყოფილ კოლეგას, ასევე, ფეხბურთელს, ბატონ დათო ლორთქიფანიძეს, რომელიც მიყვებოდა, რომ ვანის რაიონში, სოფელ მიქელეფონში 150 ბავშვიანი სკოლა გააუქმეს და შიგნით თხილის ქარხანა უნდა გაეხსნათ, ამასობაში მოუსწრო 2012 წლის 1 ოქტომბერმა და დავიბრუნეთ ის ტერიტორია და სკოლა.
ეს იყო მათი დამოკიდებულება საქართველოს მომავლის მიმართ იმიტომ, რომ ახალგაზრდობაა საქართველოს მომავალი და თქვენ, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც გიკეთებიათ ჩვენი ქვეყნისთვის,“-განაცხადა სოზარ სუბარმა.
1745841569
მსოფლიოვატიკანში კონკლავი რომის ახალი პაპის ასარჩევად 7 მაისს შეიკრიბება
7 მაისს ვატიკანში რომის ახალი პაპის ასარჩევად კარდინალების შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება. „გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მეხუთე გენერალური კრების შემდეგ, რომელიც დღეს დილი...
1745840122
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ დადასტურება მოხდება, რამდენად ფსკერზე არიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობის საკითხზე ისაუბრა. ირაკლი კირცხალიას თქმით, ოპოზიციამ ამომრჩეველს შეუ...
1745839274
ახალი ამბები„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული მამუკა კვარაცხელია: ათივე თითი, 6 ნეკნი და ლავიწის ძვალი მოტეხილი მქონდა, თავში არ მირტყამდნენ, რათა ტკივილი შემეცნო და გამეგო რატომ მსჯიდნენ - ვაშლიჯვრის ტყეში დამაგდეს, ძაღლმა მიპოვა
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმე განიხილება,...
1745837295
ახალი ამბებისაგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ნიკა მელიას ბრალი წარედგინა
ნიკა მელიას ბრალი წარედგინა. საქმე ეხება საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას. კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია. მუხლი ჯარიმას ან ერთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინე...
1745837100
ახალი ამბებიგარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს
გარემოს ეროვნული სააგენტო 29-30 აპრილს და 1 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამი...