პაატა სალია: საუბარი იმაზე, რომ კომისია აკეთებს რუსულ საქმეს, სპეკულაციაა სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც რეალურად გააკეთეს რუსული საქმე 2008 წელს

„საუბარი იმაზე, რომ კომისია აკეთებს რუსულ საქმეს, არის სპეკულაცია სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც რეალურად გააკეთეს რუსული საქმე 2008 წელს“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით სამხედრო პირების გამოკითხვა ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამოვლინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი მაღალი თანამდებობის სახელმწიფო პირების მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებებს.
„საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია აგრძელებს მუშაობას. რაც შეეხება ამ მომენტამდე განხილულ საქმეებს, ამ მომენტამდე გამოკითხულ პირებს, რამდენიმე მიმართულებით აშკარაა, რომ ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სისტემურ დანაშაულს. გავაგრძელეთ მოსმენა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით. მინდა ხაზი გავუსვა პირველ რიგში იმას, რომ კომისია არ იძიებს სამხედრო პირების მიერ განხორციელებულ ქმედებებს. თუ ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები სამხედრო პირებთან, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ კონტექსტშია, რომ გამოვლინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი და, დიდი ალბათობით, ჰქონდა და ეს უკვე ჩანს, მაღალი თანამდებობის სახელმწიფო პირების მხრიდან დანაშაულებრივ ქმედებებს. საუბარი იმაზე, რომ კომისია აკეთებს რუსულ საქმეს, არის სპეკულაცია სწორედ იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც რეალურად გააკეთეს რუსული საქმე 2008 წელს“, - განაცხადა პაატა სალიამ.
1743608277
ახალი ამბებიგელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს - ლევან ვეფხვაძეს, სოსო ფხაკაძეს და აკაკი საღირაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება გამახვი...
1743605831
საზოგადოებააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთა...
1743604337
ახალი ამბები„ნაცმოძრაობის“ მიერ დაზარალებული ბიზნესმენი ჯემალ წიკლაური: მოსამართლემ დაიწყო განაჩენის გამოცხადება, ერთი აბზაცი ჰქონდა დარჩენილი, შემოვარდა სპეცრაზმი და მოსამართლე გაიყვანეს ხელის კვრით, ბომბია სასამართლოში, უნდა დატოვოთ დარბაზიო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქ...
1743602352
ახალი ამბებიმაჭავარიანი ბრიტანეთის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე: მოსამართლეებს ასანქცირებენ და ამბობენ, მტკიცებულებები არ გაგვაჩნიაო, ეს თავისთავად, პირდაპირ გლობალური ომის პარტიის და „დიფ სთეითის“ გავლენებზე მიუთითებს
„მოსამართლეებს ასანქცირებენ და ამბობენ, მტკიცებულებები და ფაქტები არ გაგვაჩნია, უბრალოდ, რაღაც ეჭვები არისო. ეს თავისთავად, გლობალური ომის პარტიის და „დიფ სთეითის“ გავლენებზე მიუთითებს“, - ამის შესახე...
1743601583
საზოგადოებაწულუკიანი: კომისიაზე რასაც ვისმენთ, ადასტურებს, რომ მართლები ვართ, როცა ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული „ნაცმოძრაობის“ მიმართ, სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც მისი ადგილია
„ყველაფერი, რასაც კომისიაზე ვისმენთ, ადასტურებს, რომ ჩვენ მართლები ვართ, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიყვა...