პანდემიის დროს სამართალდარღვევების გამო დაჯარიმებული პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებას ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

როგორც მომხსენებელმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ განაცხადა, ცვლილებები განხორციელდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის 4210 და 4211 მუხლებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იყო დაწესებული „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით დადგენილი იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისთვის (ფიზიკური პირის მიმართ - 2 000 ლარი, ხოლო იურიდიული პირის მიმართ − 10 000 ლარი), ასევე, პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის.

„დღეისათვის, როდესაც პანდემია უკვე ჩავლილია, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევაზე მკაცრი რეაგირება აღარ არის აქტუალური, რაც შესაბამის პერიოდში ამ სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების პრევენციის საშუალებას წარმოადგენდა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მომხსენებლის ინფორმაციით, ამოქმედების შემთხვევაში კანონი 2 ათასამდე პირს შეეხება.
პირები გათავისუფლდებიან იმ ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებული არ იქნება.

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით იხილავს. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1719570593

ახალი ამბები

რა ღირს საქართველო - ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები

30 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთის ნაკრებს გერმანიის ქალაქ კოლნში დაუპირისპირდება. ბილეთების შეძენა უეფას ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი და მისი ფასებია:  ფან-ზონა - 50 ევრო; მე-3 კატეგორ...

 საქართველო - ესპანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები

1719568891

საზოგადოება

„მონაკომ“ გიორგი მიქაუტაძესთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია“ - ფაბრიციო რომანო

საფეხბურთო კლუბმა „მონაკომ“ საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ამის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს. მისი...

მიქაუტაძე

1719567208

ახალი ამბები

„რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით, 1,4 მლნ ადამიანია დღეს საქართველოში დასაქმებული, რაც ისტორიული რეკორდია 90-იანი წლების შემდეგ“ - ირაკლი კობახიძე

„რომ შევადაროთ ამ წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ კვარტალს, 4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობა საქართველოში და შეადგინა 14%“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ...

პოლიტიკოსი

1719566157

ჰოროსკოპი

„დაბრკოლებებს, რომელიც დღის განმავლობაში შეგხვდებათ, ყურადღება არ მიაქციოთ“ - ანზორ ოდიშარიას ასტროლოგიური პროგნოზი

დღეს წარმატების პერიოდი იწყება, გაღვიძებისთანავე თქვით, რომ ბედნიერი ხართ - ამის შესახებ ეზოტერიკოს ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ განაცხადა და ისაუბრა, თუ როგორი დღე ელოდებათ...

 ანზორ ოდიშარია

1719564910

ახალი ამბები

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება“ - ირაკლი კობახიძე

„მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, თუმცა მაქსიმალურ მოტივაციასაც სჭირდება წახალისება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ...

 ირაკლი კობახიძე